რომელი იყო ყველაზე მარტივი და რთული დავალებები მობილბანკის თამაშის მეათე კვირაში
გჯერა, რომ მობილბანკის თამაში უკვე დასასრულისკენ მიდის? ჰო, ასე თვალსა და ხელს შუა გავიდა მთელი ათი კვირა. მასშტაბური შეჯიბრის საკვალიფიკაციო ეტაპის დამთავრებამდე კი ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. იცი, ეს კიდევ რას ნიშნავს? იმას, რომ თუ თამაში ჯერ კიდევ არ დაგიწყია და ფინალში ასპარეზობა გსურს, ამ კვირაში ბოლო შანსი გაქვს, შეჯიბრს შემოუერთდე. ამასთან, თუკი უკვე თამაშობ, მაგრამ დამატებითი მონეტები ჯერ არ მიგიღია, ბოლო ორი კვირა მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და ყველა დავალებას უშეცდომოდ გაართვა თავი.
ასე რომ, ახლა ალბათ მთლიანად ამ კვირის დავალებებზე ხარ კონცენტრირებული. თუმცა, შეგიძლია ცოტა ხნით შეისვენო და ჩვენს ტრადიციულ ბლოგს ჩაუჯდე. დარწმუნებული ვართ, ძალიან გაინტერესებს, რომელი შეკითხვები ერთულათ და ემარტივათ თამაშის მონაწილეებს წინა, მე-10 კვირაში.
და ოსკარი გადაეცემა… დამოუკიდებელ მოთამაშეებს — არა
წინა კვირის ერთ-ერთ დავალებას მინიშნებად ნახატი ერთოდა — ახალგაზრდა კაცი მოხუცის პორტრეტის წინ იდგა. როგორც მიხვდი, ეს ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტის“ ილუსტრაცია გახლდათ. დამოუკიდებლად მოთამაშეებს კი ამ მინიშნებით კინოაკადემიის ჯილდო უნდა დაესახელებინათ. თუმცა, ბევრი მათგანი ვერ მიხვდა, რომ საქმე ოსკარს ეხებოდა.
ამ მოთამაშეებს ასევე გაუჭირდათ, ნატრიუმის, მაგნიუმის, ალუმინისა და იოდისგან შემდგარი სასოფლო-სამეურნეო იარაღი გამოეცნოთ. ბევრი ალბათ იმის ძებნას დაიწყებდა, რომელი იარაღის დასამზადებლად იყენებენ ამ ქიმიურ ელემენტებს. თუმცა, ეს, რეალურად, ერთგვარი აბრევიატურა იყო — Na, Mg, Al, I — გამოვიდა ნამგალი. ამის გამოსაცნობად ალბათ პერიოდულ სისტემაზე დახედვაც საკმარისი იქნებოდა, რადგან ამ ცხრილში პირველი სამი ელემენტი მიყოლებითაა ჩამწკრივებული.
სამაგიეროდ, დამოუკიდებლად მოთამაშეებმა სულ ადვილად გამოიცნეს გერმანული, სკანდინავიური და კელტური მითოლოგიის პერსონაჟი. პრინციპში, ელფი სულაც არ ყოფილა რთულად მისახვედრი პასუხი, რადგან შეკითხვას მინიშნებებად ჰარი პოტერიდან დობის და „ბეჭდების მბრძანებლიდან“ ლეგოლასის ფოტოებიც ერთოდა…
ამ მოთამაშეებს სალათა ოლივიეც ჰყვარებიათ და მეტიც — მისი რეცეპტი სცოდნიათ. სხვაგვარად, ალბათ ვერაფრით გამოიცნობდნენ ამ კერძის სახელს მხოლოდ ინგრედიენტების ჩამონათვალით.
დაბოლოს — კვირის ალბათ ყველაზე მარტივ შეკითხვაში სიტყვა „ფესვი“ იყო დაშიფრული. შიფრი კი მინიშნებებად ხის ფესვის ფოტოსა და არითმეტიკული ფესვის ნიშანს მოიცავდა, ასე რომ, დამოუკიდებლად მოთამაშეებმა დავალებას შესაშური წარმატებით გაართვეს თავი.
პერიოდულმა სისტემამ ორმოთამაშიანი გუნდები რუისში ვერ ჩაიყვანა
წესით, ნამგალზე ადვილი გამოსაცნობი უნდა ყოფილიყო სიტყვა რუისი — დასახლება ქარელის მუნიციპალიტეტში, რომელიც წინა კვირის ერთ-ერთ დავალებაში ასევე ქიმიური ელემენტებით იყო დაშიფრული. რუთენიუმი, იოდი, სილიციუმი — მარტივია, არა? თუმცა, არა — ორმოთამაშიანი გუნდების უმეტესობისთვის.
ამ გუნდებს ასევე გაუჭირდათ, გამოეცნოთ ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. საქმე ალბათ ილიას ახალგაზრდობის ფოტომ გაართულა, თორემ შეკითხვას მინიშნებებად გაზეთ ივერიის და ბაზალეთის ტბის ფოტოებიც ჰქონდა დართული.
მძიმე საპასუხო აღმოჩნდა შეკითხვა მძიმეზეც — სასვენ ნიშანზე. პუნქტუაცია იქით იყოს და მინიშნებად ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის, ფოტომ მაინც როგორ ვერ მიიყვანა მოთამაშეები სწორ პასუხამდე?!
გარდა ამისა, ვერც „სასტიკის“ სინონიმად ქცეული პერსონაჟის სახელი გაიხსენა ორმოთამაშიანი გუნდების დიდმა ნაწილმა. არადა, კრუელას ამოცნობა მხოლოდ კოპლებიანი 101-ითაც შეიძლებოდა.
თუმცა, ამ გუნდებმა არცთუ ადვილი შეკითხვების გამოცნობა შეძლეს. მაგალითად, ის თუ იცი, რა ჰქვია ჯონ კანდერის 1875 წლის მიუზიკლს? არ გეგონოს, რომ მინიშნებები საქმეს ამარტივებდა: ერთ ფოტოზე ჰოკეის ამერიკული გუნდის, ჩიკაგო ბლექჰოუკსის ლოგო იყო გამოსახული, მეორეზე კი — თავად ქალაქ ჩიკაგოს ხედი. რა თქმა უნდა, შეკითხვაზე პასუხიც ჩიკაგო გახლდათ, მაგრამ ეს მარტივი შეკითხვა არ ყოფილა, ასე რომ, ყოჩაღ ორმოთამაშიან გუნდებს!
ამასთან, მათ ასევე სცოდნიათ, რომ Nintendo-ის ცნობილ პერსონაჟს, სუპერ მარიოს, სახელი ბრენდთან დაახლოებული ბიზნესმენის, მარიო სეგალეს, პატივსაცემად ეწოდა. ამ დავალებაში ერთადერთი მინიშნება სწორედ სეგალეს ფოტო იყო. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სურათზე ქუდითა და სქელი ულვაშით გამოსახული ბიზნესმენი ძალიან ჰგავდა ამ ცნობილი თამაშის გმირს…
ასევე თამაშით იყო გამოსაცნობი ერთ-ერთ დავალებაში ცნობილი არგენტინელი მწერალი ხულიო კორტასარი. დავალების მინიშნება ყველა ჩვენგანის ბავშვობის საყვარელი თამაშის, კლასობანას, ფოტო იყო. როგორც ჩანს, ორმოთამაშიან გუნდებს კორტასარის შემოქმედება ჰყვარებიათ, რადგან სურათი მწერლის ერთ-ერთ ცნობილ ნაწარმოებთან ადვილად დააკავშირეს და სწორ პასუხამდეც მივიდნენ.
სამ-მოთამაშიანი გუნდები ჰენრი ფორდის დარიგებას მიჰყვნენ
"თუ ყველა ერთად იმოძრავებს წინ, წარმატება თავისთავად მოვა", — ეს სიტყვები ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო ბრენდის დამფუძნებელს, ჰენრი ფორდს, ეკუთვნის. როგორც ჩანს, ეს მშვენივრად სცოდნიათ სამ-მოთამაშიან გუნდებს, რადგან ამ დავალებას სულ მარტივად გაართვეს თავი წინა კვირაში.
მათთვის ადვილი აღმოჩნდა იაპონიის სიმბოლოს გამოცნობაც. ამ შეკითხვის სავარაუდო პასუხებად ოთხ სხვადასხვა ფოტოზე გამოსახულიყო აისი, მთვარე, ნახევარმთვარე და ცისარტყელა. სწორი პასუხი, რა თქმა უნდა, პირველი იყო, რადგან ამ აზიურ სახელმწიფოს ხშირად უწოდებენ ამომავალი მზის ქვეყანას.
გარდა ამისა, დამოუკიდებელი და წყვილად მოთამაშეებისგან განსხვავებით, სამწევრიან გუნდებში ქიმიაც კარგად სცოდნიათ და ქიმიური შიფრების ამოხსნაც. ერთ დავალებაში მათ ოსმიუმის, ირიდიუმის, იოდისა, და ილიციუმისგან შემდგარი ეგვიპტური ღვთაება უნდა გამოეცნოთ. და გამოიცნეს კიდეც — ოსირისი.
აქედან გამომდინარე, მათ არც ის გასჭირვებიათ, დაესახელებინათ ქიმიკოსი, რომლის შექმნილ სისტემასაც მეცნიერებაში დღემდე იყენებენ. ოსირისამდე ხომ მენდელეევის შექმნილმა პერიოდულმა ცხრილმა მიიყვანა ისინი.
რაც შეეხება რთულ შეკითხვებს: როგორც ჩანს, სამ-მოთამაშიან გუნდებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა მაინცდამაინც კარგად არ სცოდნიათ; ბევრი მათგანი ვერ მიხვდა, რომ დავალებაში გამოტანილ ფოტოებზე გამოსახული მოთამაშეები სწორედ ჩვენი ქვეყნის ნაკრებში თამაშობენ.
მათ ასევე გაუჭირდათ, გამოეცნოთ ქართული საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“. არადა, მინიშნებად ავტომობილის ინსტრუმენტული პანელის გამოტანა ალბათ საკმარისი იყო — ამ ნაწილს ხომ ტორპედოსაც უწოდებენ.
დაბოლოს: სამ-მოთამაშიან გუნდებს უნდა დაესახელებინათ ქვეყანა, რომლის სახმელეთო ტერიტორიასაც ეკვატორი არ კვეთს. სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში ერთ-ერთი იყო ეკვატორული გვინეა და სახელის გამო ბევრმა ალბათ პირველივე ის გამორიცხა. არადა, ამ ქვეყანაზე ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ, დასახელების მიუხედავად, მის ტერიტორიას ეკვატორი არ კვეთს…
სამაგიეროდ, ჩვენ გადავკვეთთ მალე იმ ზღვარს, რომელსაც თამაშის საკვალიფიკაციო რაუნდის დასრულება ჰქვია. ეს, როგორც იცი, წლის ბოლოს მოხდება. იანვარში კი უკვე გრანდიოზული ფინალი გველოდება.
ფინალზე მეტის გაგება თუ გსურს, ეს ბლოგი წაიკითხე აუცილებლად, ზოგადად თამაშის წესების ახსნასა და პრიზებზე ინფორმაციას კი აქ იპოვი.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები