მითია, რომ ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმში ჩასვლას ვერ შეძლებთ
ქართულ საავტომობილო ბაზარზე პირველი ელექტრომობილი დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა. ახალშექმნილი მანქანა მაშინ ჯერ კიდევ დაბალი გამავლობის იყო და მაქსიმუმ 150-200 კილომეტრის გავლა შეეძლო. თუმცა ტექნოლოგიებთან ერთად ელექტრომობილების წარმოებაც განვითარდა. მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები დღეს ბაზარს სრულიად განახლებულ, მძლავრ ელექტრომობილებს სთავაზობენ. სულ უფრო იზრდება მანძილიც, რომელსაც ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით გადის.
ელექტრომობილებს, რომლებსაც მომხმარებელს თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ავტო გალერი სთავაზობს, ერთი სრული დამუხტვით საშუალოდ 350-500 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. ეს მაჩვენებელი კი ამსხვრევს მითს, რომ თბილისიდან ბათუმში ელექტრომობილით ჩასვლა შეუძლებელია.
ავტო გალერიმ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ავტო გალერიში“ ჩავატარეთ ექსპერიმენტი: Walkswagen ID4-ის ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავემგზავრეთ. მგზავრობა შემოდგომაზე დავგეგმეთ, როდესაც, უამინდობის გამო, ელექტრომობილების გამავლობა უფრო ნაკლებია. ბათუმში შეუფერხებლად ჩავედით, მეტიც - ბატარეას კიდევ 8%-ის ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა ჰქონდა. როგორც ამ პრაქტიკული გამოცდილებით, ისე თეორიული მაგალითებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ავტო გალერის“ შოურუმში განთავსებული ყველა ავტომობილი ბათუმამდე დაუბრკოლებლად ჩაგიყვანთ.
ელექტრომობილების მიმართულებას დაახლოებით სამი წელია ვავითარებთ. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნადი მოდელი სწორედ Walkswagen ID4 არის. ის თავისი კომპლექტაციით, გამავლობითა და ხარისხით გამორჩეულია. შოურუმში კიდევ 15-მდე ბრენდის ელექტრომობილი გვყავს, მათ შორის არის Tesla-ს, Honda-სა და Toyota-ს ელექტრომობილები. „ავტო გალერი“ მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას აძლევს“.
ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. გაზრდილი მოთხოვნა ელექტრომობილების უნიკალური მახასიათებლებით აიხსნება: ის ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. აგრეთვე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე. თითქმის არ სჭირდება დრო და ფინანსები სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „თბილისში ყოველდღიური მოხმარებისას ავტომობილის დამუხტვა საშუალოდ კვირაში ერთხელ არის საჭირო. ეს კი პრობლემა აღარ არის. საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, ელექტროობილის დამტენები ბევრ ლოკაციაზეა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს მასშტაბით დამატებით 70 დამტენის მონტაჟს გეგმავს, აქედან 10 სწრაფი დამტენი იქნება. რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რაღაც ნახევარ საათში ავტომობილის დაახლოებით 80%-ამდე დამუხტვაა შესაძლებელი. მსგავსი დამტენები უკვე დამონტაჟებულია გორსა და ზესტაფონში“.
აღსანიშნავია, რომ ყველა ელექტრომობილს აქვს რეზერვი, რაც ნიშნავს, რომ ბატარეის ენერგიის ამოწურვის შემდეგაც მანქანით დამატებით კიდევ რამდენიმე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. მანძილი და დრო უახლოეს დასამუხტ ობიექტამდე მისასვლელად სრულიად საკმარისია.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ავტო გალერი ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები