შეხვდი ახალ წელს გამართული ავტომობილით — თეგეტა მოტორსი მომხმარებელს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს
საახალწლო შეთავაზებები თეგეტა მოტორსისგან უკვე ტრადიციად იქცა. კომპანიამ საკუთარ მომხმარებელს წელსაც განსაკუთრებული აქციები მოუმზადა, რომლებიც ავტომფლობელებს მანქანის გამართვაში დაეხმარება. უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ გამართული ავტომობილია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როცა უხვი ნალექი და დაბალი ტემპერატურა მძღოლებისთვის დამატებითი დაბრკოლებაა.
40%-იანი ქეშბექი YOKOHAMA-ს, CONTINENTALI-სა და RIKEN-ის საბურავებზე
ზამთარში გზის სავალი ნაწილის თოვლით ან ყინულით დაფარვა ჩვეული მოვლენაა. ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს ეხება, არის საბურავი. მხოლოდ ეს ერთი მიზეზიც საკმარისია იმის გასაგებად, თუ რატომ უნდა შევიძინოთ ახალი საბურავები. თეგეტა მოტორსი 40%-იან ქეშბექს გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის YOKOHAMA-ს, CONTINENTALI-სა და RIKEN-ის საბურავებზე. ამ აქციით სარგებლობის შესაძლებლობა მომხმარებლებს 30 დეკემბრის ჩათვლით ექნებათ.
40%-იანი ქეშბექი ზეთებისა და ფილტრების სრულ ასორტიმენტზე
ძრავა ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ძირითადად მის გამართულად მოძრაობაზეა დამოკიდებული მანქანის გადაადგილება. ძრავა არაერთ მოძრავ დეტალს აერთიანებს და მათ აუცილებლად სჭირდება შეპოხვა-დაცვა გადახურებისა და კოროზიის პრევენციისთვის. სწორედ ამ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ძრავის ზეთი. უნდა გავითვალისწინოთ ავტომწარმოებლების მიერ დადგენილი სტანდარტი და კონკრეტული გარბენის ან დროის მონაკვეთის შემდეგ ძრავის ზეთი და ფილტრი შევცვალოთ. თეგეტა საშუალებას გაძლევთ, თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო ხარისხის ზეთი შეიძინოთ და გადახდილი თანხის 40% თეგეტას ბარათზე დაიბრუნოთ. აღნიშნული შეთავაზება 30 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.
25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე
ავტომობილის შემადგენელი დეტალები ტემპერატურის ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა. მათ შორის არის აკუმულატორი. ზამთრის სიცივე აკუმულატორში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე განსაკუთრებულად მოქმედებს. თუ თქვენს აკუმულატორს მცირე სამუშაო რესურსი აქვს დარჩენილი, შესაძლოა, მალე ვეღარ შეძლოს საკმარისი ენერგიის გამომუშავება, რაც ძრავის დაქოქვას შეუძლებელს გახდის. მსგავსი უსიამოვნო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად აკუმულატორი უნდა შევამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში ახლით შევცვალოთ. თეგეტაში შესაძლებელია, შემოწმდეს აკუმულატორის დარჩენილი სამუშაო რესურსი. საჭიროების შემთხვევაში კი ახალი 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.
25%-იანი ფასდაკლება ანტიფრიზზე
ზამთარი საქართველოში დაბალი ტემპერატურითა და მკაცრი კლიმატური პირობებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ავტომობილი შესაბამის მომზადებას საჭიროებს. ზამთრის დადგომასთან ერთად, ანტიფრიზის როლი კიდევ უფრო იზრდება. სწორედ მასზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ოპტიმალურ ტემპერატურას ძრავის გაგრილების სისტემაში არსებული სითხე. პრევენციული ზომების მიღების გარეშე, დიდია ალბათობა, რომ ძრავა ან ძრავის შემადგენელი მნიშვნელოვანი დეტალები მწყობრიდან გამოვიდეს. შეამოწმეთ თეგეტაში თქვენი ავტომობილის ანტიფრიზი და საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლეთ ახლით, რადგან ზამთარში თქვენ — მშვიდად, თქვენი ავტომობილი კი დაცული იყოს.
40%-იანი ქეშბექი ნაწილების სრულ ასორტიმენტზე
ახალი წლის პერიოდში გზებზე მობილობა საგრძნობლად იზრდება. გახშირებული მოძრაობის დროს კი ავტომობილის გამართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ მას უკავშირდება ჩვენი და მგზავრების უსაფრთხოება და კომფორტი. ავტომობილის ერთი დეტალის მწყობრიდან გამოსვლაც კი არასასიამოვნო შემთხვევის დადგომის რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დაზიანებული ან/და რესურსამოწურული ნაწილის ჩანაცვლება. ერთი დეტალის დაზიანებაც კი ხშირად სხვა ნაწილებზეც უარყოფითად აისახება. იმისათვის, რომ ამ ჯაჭვური პროცესით გამოწვეულ უსიამოვნო შემთხვევებს თავი აარიდოთ, შეიძინეთ თქვენი ავტომობილისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ნაწილები თეგეტა მოტორსში და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 40% ქეშბექის სახით.
40%-იანი ქეშბექი TOPTUL-ის დანადგარებსა და ინსტრუმენტებზე
თეგეტა მოტორსის საახალწლო აქციები ვრცელდება როგორც ავტომობილის დეტალებზე, ისე დანადგარებსა და ინსტრუმენტებზე. თუ თეგეტაში შეიძენთ TOPTUL-ის დანადგარებს ან ინსტრუმენტებს, გადახდილი თანხის 40% თეგეტა მოტორსის ბარათზე დაგიბრუნდებათ. აღნიშნული შეთავაზება 30 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
კომენტარები