ირაკლი ღარიბაშვილი

26 Dec. 2023, 12:03

საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. ეს რეალობა დახვდა "ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია და დღეს, 11 წლის თავზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო. ამ ორი სიტყვით, ძალიან მოკლედ მინდა შევაფასო, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად, ის მმართველობა და ის შედეგი, ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც მიაღწია "ქართულმა ოცნებამ“.

რაც შეეხება სხვა შედეგებს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, გაფორმდა ხელშეკრულება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი, რომელიც წარმოუდგენელი იყო 2012 წლამდე ვინმეს რომ ეფიქრა ამ შედეგზე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაგვირგვინება, ამ დიდი სამუშაოს დაგვირგვინება, დიდი ძალისხმევის დაგვირგვინება სწორედ იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ.

ეს, რა თქმა უნდა, თავისით არ მოხდა, არ მოხდებოდა, ეს იყო დამოკიდებული იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ 2012 წელს, ის დემოკრატიული გარდატეხა და ის დიდი წინსვლა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და "ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად, ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ და რა თქმა უნდა, ეს გზა გრძელდება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  2. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  3. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს

ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის ეს განცხადება მიმართება თბილისის სამედიცინო…