ისრაელის თავდასხმამ მაღალი რანგის ირანელი გენერალი მოკლა — ირანი პასუხით იმუქრება
მოკლედ: ისრაელის საჰაერო თავდასხმას დამასკოსთან ახლოს, მაღალი რანგის ირანელი გენერალი ემსხვერპლა.
დეტალები: თავდასხმა ორშაბათს, საიდა ზეინაბის უბანში მოხდა, შიიტი მუსლიმების სალოცავთან ახლოს.
- ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA წერს, რომ საიედ რაზი მუსავი იყო გენერალ ყასიმ სოლეიმანის ახლო თანამებრძოლი. სოლემანი, რომელიც ირანის ელიტური ძალების, ყუდსის მეთაური იყო, 2020 წლის იანვარში, ერაყში, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია არც ისრაელის შეიარაღებულ ძალებს და არც სირიის სახელისუფლებო მედიას.
ირანის ოფიციალურმა პირებმა და რეგიონში მათმა მოკავშირე მებრძოლებმა პირობა დადეს, რომ მკვლელობისთვის შურს იძიებენ, თუმცა საპასუხო დარტყმა მაშინვე არ წამოუწყიათ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ირანის გასამხედროებული რევოლუციური გვარდიის დიდი ხნის მრჩეველი, საიედ რაზი მუსავი სირიაში მოკლეს იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ომის გაფართოების საფრთხე მაღალია.
- ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა იემენში, ლიბანში, სირიასა და ერაყში არაერთხელ მიიტანეს იერიში ისრაელზე და მის მოკავშირეებზე, ჰამასის მხარდასაჭერად.
- სულ უფრო მწვავდება შეტაკებები ლიბანისა და ისრაელის საზღვართან. ჰეზბოლა და ისრაელი, ერთმანეთის მიმართულებით რაკეტებს თითქმის ყოველ დღე ისვრიან.
- ასევე, წითელ ზღვაში, იემენიდან ჰუსიტი აჯანყებულები თავს ესხმიან გემებს, რამაც შეაფერხა ვაჭრობა. გემების დასაცავად, აშშ-ის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნული საზღვაო ოპერაცია დაიწყო.
ამავე თემაზე: თავდასხმები წითელ ზღვაში — ვინ არიან ჰუსიტები და რატომ ბომბავენ გემებს
- ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ, სახელწოდებით ისლამური წინააღმდეგობა ერაყში, ასევე განახორციელა 100-ზე მეტი თავდასხმა ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარისკაცების ბაზაზე, რაც მათი თქმით, ვაშინგტონის მიერ ისრაელის მხარდაჭერის პასუხი იყო.
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუსავი "მოწამეობრივად დაიღუპა, სირიაში წმინდა სიწმინდეებისა და ისლამური იდეალების დაცვის დროს". პრეზიდენტმა თქვა, რომ "ისრაელის რეჟიმი აუცილებლად გადაიხდის ამ დანაშაულისთვის“.
- სირიაში ირანის ელჩმა, ჰოსეინ აკბარიმ დაგმო მკვლელობა და თქვა, რომ მუსავი სირიაში "ფორმალურ სამხედრო მრჩევლად" იმყოფებოდა.
- "ისრაელი აუცილებლად მიიღებს პასუხს ამ დანაშაულისთვის, საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში", — თქვა აკბარიმ.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები