23 მნიშვნელოვანი რამ, რაც 2023 წელს პოპკულტურაში მოხდა
წინა წლის მსგავსად, 2023 წელი მსოფლიოსა და პოპკულტურისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ამ დროის განმავლობაში მომხდარ საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს მთელი წლის განმავლობაში ვაშუქებდით, ამ სტატიაში კი მათგან ყველაზე დასამახსოვრებელ 23 მომენტს გიზიარებთ.
1. The Last of Us გამოვიდა, პედრო პასკალმა კი ყველა მოგვნუსხა
The Last of Us-ის პრემიერა 15 იანვარს შედგა და სერიალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სერიალი, რომელიც ამავე სახელწოდების ვიდეოთამაშის ადაპტაციაა, ჯოელი და ელის ისტორიის შესახებ გვიყვება და პირველივე სერიიდან საინტერესო თავგადასავალში გვითრევს. ცალკე უნდა აღინიშნოს პედრო პასკალისა და ბელა რემზის შესრულება, რაც სერიალს კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის. თუ აპოკალიფსის შესახებ სიუჟეტი შენთვის საინტერესოა და ჯერ The Last of Us არ გინახავს, წინ დიდი სიამოვნება გელის.
2. ჩემი ცოლის დაქალები ტელეეკრანებზე დაბრუნდა
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ჩემი ცოლის დაქალები ფორმულაზე დაბრუნდა. მე-19 სეზონის პირველი სერია ფორმულას ეთერში 7 ივლისს გავიდა, მანამდე სერიალის შემქმნელებმა არაერთი თიზერით გაგვანებივრეს. ჩემის ცოლის დაქალების მე-19 სეზონი ისევ გრძელდება, მაყურებელმა კი უკვე არაერთი საინტერესო, დაძაბული და ემოციური სერია იხილა.
3. ბარბისა და ოპენჰაიმერის პრემიერა შედგა
წლის ორი მთავარი კინომოვლენის — გრეტა გერვიგის ბარბისა და კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერის — პრემიერების თარიღის დამთხვევამ მსოფლიო ორად გახლიჩა. ბარბის გამოსვლიდან ორ დღეში ფილმის შემოსავალმა $155 მილიონი შეადგინა. გრეტა გერვიგის ბარბის ქალი რეჟისორების ფილმებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული პრემიერა ჰქონდა. ოპენჰაიმერი, რომელიც ნოლანისთვის მე-12 ფილმი და პირველი ბიოგრაფიული ნამუშევარია, ატომური ბომბის შემქმნელი ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებაზე გვიყვება. მაყურებელთა შეფასებით, ოპენჰაიმერმა მოლოდინებს მართლაც გადააჭარბა.
///
4. მეთიუ პერი გარდაიცვალა
სიტკომ Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში იპოვეს. მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი აუტოფსიის შედეგად დადასტურდა. დადგინდა, რომ მსახიობი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად დაიღუპა. დასკვნაში სიკვდილის ხელშემწყობ ფაქტორებად წყალში დახრჩობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი დასახელდა.
5. ტეილორ სვიფტი წლის ადამიანი გახდა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2023 ტეილორ სვიფტის წელი იყო. ტეილორ სვიფტის ერას ტურნეს შემოსავალმა რეკორდი დაამყარა და პირველი მუსიკალური ტურნე გახდა, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. Bloomberg-ის მიხედვით სვიფტი წელს მილიარდერი გახდა. მომღერალი ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანადაც დასახელდა. ამასთან, მომღერალი წელს ყველაზე მოსმენადი არტისტი იყო Spotify-ზე, ზაფხულში კი ამ პლატფორმის ისტორიაში ტეილორი პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელსაც თვეში 100 მილიონი მსმენელი ჰყავს. ტეილორმა ერას ტურნეს შესახებ ფილმიც გამოუშვა, რომელიც კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. პრემიერის დღეს ფილმის შემოსავალმა $130 მილიონს მიაღწია.
6. ბრიტნი სპირსის მემუარები გამოვიდა
24 ოქტომბერს ბრიტნი სპირსის მემუარები, სახელად The Woman in Me, გამოვიდა. წიგნში მომღერალი ისეთ ისტორიებსა და გამოცდილებებს გვიზიარებს, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. სწორედ ბრიტნის მემუარებიდან გახდა ცნობილი, რომ რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, მაგრამ აბორტის გაკეთება მოუწია.
7. მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს
საახალწლო ფილმში მარტო სახლში კევინის როლის შემსრულებელ მსახიობ მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მაკოლეი კალკინმა სცენაზე თამაში 4 წლის ასაკში დაიწყო. Home Alone II: Lost in New York-ში შესრულებული როლისთვის მსახიობს ოქროს გლობუსის ნომინაცია აქვს მიღებული. ცოტა ხნის წინ ის სერიალ American Horror Story-სა და The Righteous Gemstones-ში გამოჩნდა.
8. BTS-ის წევრები ჯარში გაიწვიეს
BTS-ის წევრი ჯინი ჯარში 2022 წლის დეკემბერში გაიწვიეს. 2023 წელს კი ჯარში გაწვევის პროცესი ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვისაც დაიწყო. ჯარში წასვლამდე BTS-ის წევრები ფანებს გულთბილად გამოემშვიდობნენ. BTS-ის წევრების ჯარში წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომელშიც ფანებს სთხოვეს, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში სამუშაო ადგილზე მისვლისგან თავი შეიკავონ.
///
9. ფილმმა შაშვი შაშვი მაყვალი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
2023 წელს ფილმის შაშვი, შაშვი, მაყვალი პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში შედგა. ელენე ნავერიანის ფილმი არაერთ საერთაშორისო კინოდაჯილდოებაზე წარადგინეს და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. სარაევოს კინოფესტივალზე შაშვი შაშვი მაყვალი საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად დასახელდა, მთავარი როლის შემსრულებელმა, ეკატერინე ჩავლეიშვილმა, კი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა. მიშკოლცის საერთაშორისო კინოფესტივალზე შაშვი შაშვი მაყვალი 3 პრიზის მფლობელი გახდა.
10. საინტერესო ახალი ქართული სერიალები გამოვიდა
ცვალებადი ნიშნები და ბოლო სეზონი ის სერიალებია, რომლებმაც წელს ქართველი მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ცვალებადი ნიშნები ოთხი სტუდენტის შესახებ გვიყვება, რომლებმაც მაყურებლებს თავი უკვე შეაყვარეს. ბოლოს სეზონი კი საფეხბურთო კლუბ მიმინო 1919-ზე მოგვითხრობს, რომელიც ბოლო სეზონს ატარებს. პირველმა ქართულმა სერიალმა სპორტის შესახებ მაყურებელი მართლაც მოხიბლა.
11. "ქართული კინო საფრთხეშია" — პროტესტი კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ
ფოტო: Facebook
14 მარტს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ კინოცენტრში "რეორგანიზაცია" დაიწყო, რის შემდეგაც დირექტორის მოადგილის თანამდებობაც კი გაუქმდა. რეორგანიზაციის დაწყების დღეს გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც კინოინდუსტრიის წარმომადგენლები აწერდნენ ხელს. კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი მოყვა. "ქართული კინო საფრთხეშია" — აქციებზე სწორედ ამ ლოზუნგით აპროტესტებდნენ ისინი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებსა და ცენზურას.
12. მაილი საირუსმა სიმღერა Flowers გამოუშვა
ფოტო: YouTube
მაილი საირუსმა 2023 წელს ახალი სიმღერა, სახელად Flowers გამოუშვა. მომღერლის ფანებმა კი მაშინვე ჩათვალეს, რომ რომ სიმღერა მაილისა და მისი ყოფილი ქმრის, ლიამ ჰემსვორტის ურთიერთობის შესახებაა. მათი აზრით, ამას ადასტურებს სიმღერის გამოშვების თარიღიც, რადგან 13 იანვარი ლიამის დაბადების დღეა. Flowers გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა და ყველა პლატფორმა მალევე დაიპყრო. Spotify-ზეც კი 2023 წელს ყველაზე მეტჯერ სწორედ Flowers-ს მოუსმინეს.
13. პერსი ჯექსონის წიგნების მიხედვით ახალი სერიალი გამოვიდა
ფოტო: Disney
პერსი ჯექსონი და ოლიმპოელების პრემიერა 19 დეკემბერს შედგა. დისნეის ახალი სერიალი უკვე კარგად ნაცნობი პერსი ჯექსონის თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს. 8 ეპიზოდისგან შემდგარ სერიალში პერსის როლს უოკერ სკობელი თამაშობს, ანაბეთის როლს — ლეა ჯეფრისი, გროუვერს კი არიან სიმჰადრი განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ სერიალზე თავად წიგნების ავტორი, რიკ რიორდანიც, მუშაობს.
ასევე იხილეთ:
///
14.Wonka-ს პრემიერა შედგა
ფოტო: Warner Bros.
Warner Bros-ის ახალი ფილმი, სახელად Wonka ვილი ვონკას ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს იმ დრომდე, სანამ ის ცნობილ შოკოლადის ქარხანას გახსნიდა. მიუზიკლში მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, ასე რომ, მსახიობის ფანებს ტიმოთი შალამეს სიმღერისა და ცეკვის ნიჭით ტკბობის შესაძლებლობაც მოგვეცა. Wonka-ს რეჟისორი პოლ კინგია, სცენარზე კი კინგთან ერთად საიმონ ფარნაბიმ იმუშავა. Wonka ვილი ვონკას ისტორიის მესამე ეკრანიზაციაა.
15. Nini Iris ამერიკული The Voice-ს ნახევარფინალში მოხვდა
ნინი ბრეგვაძემ, რომლის სასცენო სახელიც Nini Iris-ია, ამერიკულ The Voice-ში მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალის ჩათვლით წარმატებით იასპარეზა. ნახევარფინალში Nini Iris-მა ბილი აილიშის ცნობილი ჰიტი No Time To Die შეასრულა და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა. მანამდე კი The Voice-ის არაერთ რაუნდში მომღერალი ჟიურის ფავორიტი მონაწილეც გახდა. რაც შეეხება ბრმა კასტინგს, Nini Iris-მა სიმღერის დაწყებიდან სულ რამდენიმე წამში ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა.
16. ავატარის მიხედვით გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოვიდა
პოპულარული ანიმაციური შოუ, ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი, მალე ნეტფლიქსზე სერიალის სახით გამოვა. სერიალში აანგის როლს გორდონ კორმიე ასრულებს, კატარას როლში კი კიავენტიიოს ვიხილავთ. სერიალის პრემიერა 2024 წლის 22 თებერვალს შედგება, პირველი ტრეილერი კი უკვე გამოვიდა.
17. ტინა ტერნერი გარდაიცვალა
ფოტო: Getty Images
2023 წლის მაისში ლეგენდარული მომღერალი და როკ-ენ-როლის დედოფლად წოდებული ტინა ტერნერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტერნერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები წლების განმავლობაში ჰქონდა. მუსიკოსს 2016 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, 2017 წელს კი თირკმელი გადაუნერგეს. 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით მომღერალი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად მიიჩნევა. ტინა ტერნერს გრემის 12 ჯილდო აქვს მიღებული.
18. შიმშილის თამაშების ახალ ფილმი გამოვიდა
ფოტო: Lionsgate
შიმშილის თამაშების ერთგულმა მაყურებელმა ახალი ფილმი, სახელად The Ballad of Songbirds & Snakes საქართველოს კინოთეატრებში 16 ნოემბერს იხილა. ახალი ფილმი შიმშილის თამაშების დანარჩენი ფილმების ერთგვარი წინაისტორიაა, რადგან მასში მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ათწლეულებით ადრე ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს (მომავალი პრეზიდენტი სნოუს) გარშემო ვითარდება. The Ballad of Songbirds & Snakes-ში ტომ ბლითი, რეიჩელ ზეგლერი, ვაიოლა დევისი, ჰანტერ შაფერი და პიტერ დინკლიჯი მონაწილეობენ.
ასევე იხილეთ:
///
19. მიაძაკის ახალი ფილმი, The Boy and the Heron, გამოვიდა
ფოტო: Studio Ghibli
ჰაიაო მიაძაკის ბოლო ნამუშევარი, სახელწოდებით როგორ ცხოვრობ? (ინგლისურენოვან ვერსიაში ბიჭი და ყანჩა), კინოკრიტიკოსებმა შედევრად შეაფასეს. ფილმის სიუჟეტი მოზარდ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც თავის პატარა ქალაქში მიტოვებულ კოშკს აღმოაჩენს და მოლაპარაკე ყანჩასთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება.The Boy and the Heron უკვე ოქროს გლობუსზე არის წარდგენილი.
20. ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა
ცნობილი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანის ფილმებმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე არაერთი წარმატებას მიაღწია. 1984 წელს ოთარ იოსელიანის ფილმმა, სახელად მთვარის ფავორიტები, ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის კიდევ ორ ფილმს: და იყო სინათლე და ყაჩაღები. თავი VII.
21. 100-მდე მწერალმა, მთარგმნელმა და გამომცემელმა კულტურის სამინისტროს ბოიკოტი გამოუცხადა
თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 5 სექტემბერს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძე დაინიშნა. ამის პასუხად ქართველმა მწერლებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა მწერალთა სახლსა და კულტურის სამინისტროს ბოიკოტი გამოუცხადეს. ქეთევან დუმბაძე ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატია და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსული კანონის სასარგებლოდ მისცა ხმა. ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლიტერატურული პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მათი თქმით, ნატა ლომოურის დირექტორობის პერიოდში მწერალთა სახლი წლების განმავლობაში ღია და დემოკრატიული ორგანიზაცია იყო.
22. ბიონსემ რენესანსის მსოფლიო ტურნე ჩაატარა
ფოტო: Getty Images
ბიონსემ რენესანსის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში 39 ქალაქსა და 17 ქვეყანაში 56 კონცერტი ჩაატარა. ეს ბიონსესთვის მეცხრე მსოფლიო ტურნე იყო, რომლის მოგებამაც $579 მილიონი შეადგინა. ბიონსემ რენესანსის ტურნეს შესახებ ფილმიც გამოუშვა, რომელშიც როგორც თავად ტურნე, ასევე მისი დაგეგმვის პროცესიც ვიხილეთ. ფილმი, სახელად Renaissance: A Film by Beyoncé, პირველ დეკემბერს გამოვიდა.
ასევე იხილეთ:
///
23. ბინდის სერიალი და ნარნიის ქრონიკების 2 ახალი ფილმი დაანონსდა
ბინდის ერთგული ფანებისთვის 2023 მართლაც განსაკუთრებული იყო, რადგან ცნობილი გახდა, რომ ბელასა და ედვარდის ისტორიის ახალი ეკრანიზაციას ვიხილავთ. კინოკომპანია Lionsgate სწორედ სტეფანი მეიერის ვამპირული საგის ახალ სერიალზე მუშაობს, თუმცა გამოსვლის თარიღი და სხვა დეტალები ცნობილი არ არის. წელს ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კინორეჟისორი გრეტა გერვიგი ნეტფლიქსისთვის ნარნიის ქრონიკების ორ ფილმს გადაიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, გერვიგი კ. ს. ლუისის ფენტეზი საგის მინიმუმ ორი ეკრანიზაციის სცენარისტი და რეჟისორი იქნება.
ასევე იხილეთ:
კიდევ რას დაამატებდით ამ სიას?
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები