თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა
რა ხდება: თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე და და შსს-ს, სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა.
- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) წერს.
რა ვიცით გოგა რაზმაძის საქმეზე: 12 ივლისს, როდესაც ის შსს-ს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, "ფეისბუქზე" დაწერა საჯარო სტატუსი, სადაც შსს-ს მაღალჩინოსნებს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებდა.
- ჰყვებოდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრისა და კრიტიკის შემდეგ, გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს".
საია წერს, რომ
- რაზმაძის პოსტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საკუთარი ინიციატივით რეაგირება არ მოუხდენია.
- 14 ივლისს რაზმაძემ განცხადებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა გამოძიების დაწყება.
- ნაცვლად გამოძიების დაწყებისა, საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, გოგა რაზმაძე, შემდგომი გასაუბრების მიზნით, დაიბარა საგამოძიებო სამსახურში.
- 27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება და გოგა რაზმაძის განცხადება, რომლითაც გამოძიების დაწყება იყო მოთხოვნილი, გადაუგზავნა იმ უწყების უფროსს, რომლის მოადგილესაც რაზმაძე დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებდა.
- თავის მხრივ, გენერალურმა ინსპექციამ საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გადაგზავნილი განცხადებაზე სამსახურეობრივი შემოწმება არ დაიწყო.
- დამატებით, გოგა რაზმაძემ განცხადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას. პროკურატურამ განცხადების შეტანიდან დაახლოებით 1 თვის შემდგომ რაზმაძეს აცნობა, რომ გაესაუბრნენ გენინსპექციის თანამშრომლებს და დასკვნაში ჩაწერეს, რომ რაზმაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას. დასკვნა გაკეთდა ისე, რომ გოგა რაზმაძე არც გამოკითხულა.
- რაზმაძემ მიმართა სახალხო დამცველსაც, რომელმაც შეწყვიტა საქმე დისკრიმინაციული მოპყრობის არარსებობის გამო.
- საბოლოოდ, გოგა რაზმაძემ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
10 ნოემბერს, შსს გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა დასკვნა გოგა რაზმაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
შესაბამისად, გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვს გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა.
გოგა რაზმაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია იცავს.
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები