"დახუჭე თვალები და... ჩაიფიქრე" — დეველოპერული კომპანია მეტროპოლის ჯადოსნური საახალწლო კამპანია
ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია — წლის ამ დროს თითქოს ჩვენი სურვილები განსაკუთრებულ ძალას იძენს და გვჯერა, რომ, თუ მთელი გულით ჩავიფიქრებთ, ყველაზე ჯადოსნური ნატვრაც კი აუცილებლად აგვიხდება. ამას ემატება ისიც, რომ ხშირად საახალწლო სურვილები არა ფუჭ ოცნებასა და, უბრალოდ, ამაღელვებელ რიტუალს, არამედ რეალურ მოქმედებას გულისხმობს — წლის დასაწყისი სიახლეებზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე გვაფიქრებს და გეგმების, მიზნების დასახვისა თუ შესრულებისკენ გვიბიძგებს.
თუმცა ამ ჩანაფიქრების შესასრულებლად ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო — ცხოვრობდე იქ, სადაც ყველაფერი შენს ინდივიდუალურ საჭიროებებს ერგება, დისკომფორტს არაფერი გიქმნის და შეგიძლია, მთელი ენერგია თუ ემოციები შენი ოცნებების ახდენისკენ მიმართო. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, შენი ჯადოსნური გეგმები, რომლებიც მთელი გულით დასახე, უეცრად ყოველდღიურმა დისკომფორტმა და მოულოდნელმა ყოფითმა პრობლემებმა ჩაგიშალოს.
სწორედ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით შეიქმნა დეველოპერული კომპანია მეტროპოლის საახალწლო კამპანია, რომელიც ერთი ოჯახის ჯადოსნურ ისტორიას მოგვითხრობს.
ვიდეორგოლის მთავარ ფოკუსში ოჯახის ორი წევრი — ბაბუა და შვილიშვილი — ექცევა, რომლებსაც ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. სიუჟეტი მათი ცხოვრების სხვადასხვა წელს ვითარდება — ბაბუ მუდმივად აკვირდება ბავშვის სურვილებსა და მისწრაფებებს. ყოველ ახალ წელს კი შვილიშვილს თვალების მაგრად დახუჭვას სთხოვს და გახელისას ბავშვს მისივე სურვილებთან დაკავშირებული ჯადოსნური სიურპრიზებით აბედნიერებს. თუმცა ბაბუსა და შვილიშვილის თითოეულ ზღაპრულ ამბავს არცთუ ისე სასურველი დასასრული აქვს — ოჯახში, ხალხმრავლობისა და ბინის არასაკმარისი სივრცის გამო, მათი სიურპრიზები ყოველთვის იშლება; კულმინაციურ მომენტში მათ ზღაპრულ სამყაროს ოჯახის რომელიმე წევრი ყოველთვის ხელს უშლის.
თამარ მეხუზლა, მეტროპოლის გაყიდვების დირექტორი: "მეტროპოლი სამშენებლო ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა და ჩვენი მთავარი განმასხვავებელი საქმისადმი კონცეპტუალური მიდგომაა. თითოეული პროექტი, რომელიც უკვე წამოვიწყეთ, ან რომელსაც მომავალში ვგეგმავთ, სხვადასხვა ტიპის ინდივიდისა თუ ოჯახის საჭიროებებს ერგება. პროექტების დიფერენციაცია, კონცეპტუალური შინაარსის მინიჭება და სხვადასხვა მისწრაფებისა თუ ცხოვრების სტილის ადამიანებზე მორგებული უპირატესობების შექმნა კი, ჩვენი ბრენდის მთავარ გზავნილში გამოიხატება — სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. გვჯერა, რომ იდეალური ცხოვრება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია, მის მისაღწევად კი საჭიროა, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას — სახლში, თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდე. მხოლოდ ასეთ დროს შეგიძლია, ყველა სურვილი თუ მიზანი რეალობად აქციო. სწორედ ამ შინაარსს ატარებს ჩვენი ახალი საახალწლო კამპანია".
მარიამ კარკალაია, მეტროპოლის მარკეტინგის დირექტორი: "საახალწლო პერიოდში, როცა სარეკლამო ბაზარი განსაკუთრებით აქტიურდება, ძალიან მნიშვნელოვანია, შექმნა პროდუქტი, რომელიც გადატვირთული ინფორმაციის მიწოდების პირობებში აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ გადმოცემის ამგვარი გზა — ემოციური ისტორია სადღესასწაულო ელფერით, რომელიც, ერთი მხრივ, ჯადოსნურ საახალწლო განწყობას ქმნის, მეორე მხრივ კი, ადამიანებს საკმაოდ რაციონალურ გზავნილს აწვდის — იცხოვრე იქ, სადაც შენი სურვილების ასრულებაში ხელს არაფერი შეგიშლის. იცხოვრე სახლში, რომელიც ჩაიფიქრე. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ნათია თოდუამ და ზურა მახნიაშვილმა, ერთობლივად, სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნეს. ამავდროულად ნათიას განსაკუთრებული ვოკალი და ტექსტი ვიდეორგოლს კიდევ უფრო დასამახსოვრებელ ხასიათს სძენს. ზურა მახნიაშვილის საორკესტრო შესრულება კი ზუსტად ასახავს და ამძაფრებს იმ ემოციებს, რისი გადმოცემაც გვსურდა".
გარდა სიურპრიზების მოულოდნელი დასასრულისა, კამპანიის მთავარი სათქმელისთვის პირველივე კადრი გვამზადებს. დეტალებზე ორიენტირებული მაყურებელი მარტივად შეამჩნევს, რომ ვიდეოს სხვადასხვა სცენაში სახლის სივიწროვე თუ ფუნქციური ზონების ნაკლებობა ჩანს.
პავლე გაბრიჭიძე, კამპანიის კრეატიული დირექტორი: "ვიდეორგოლის მსვლელობისას მოსიყვარულე ოჯახს ვხედავთ. თუმცა თითოეულ სცენაში ჩანს გარკვეული მინიშნებები იმის შესახებ, რომ ოჯახი, ბედნიერი ცხოვრების მიუხედავად, სახლში თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს. მაგალითად, პირველივე კადრში ვხედავთ, რომ ბაბუ მისაღებ ოთახში, სადაც მთელი ოჯახია შეკრებილი, ველოსიპედს აკეთებს. ბავშვს სიურპრიზს აბაზანაში უწყობს, რადგან სახლში სხვა, უფრო იზოლირებული სივრცე არ მოიძებნება. პატარა ძმაც ველოსიპედით ჯერ მისაღებ ოთახში დასეირნობს, შემდეგ კი აბაზანაში კონცერტს ჩაშლის… თითოეული სურვილი, სიურპრიზი და კულმინაციურ მომენტებში მოულოდნელი დასასრული ხაზს უსვამს, რომ სურვილების ასრულებისთვის ზოგჯერ, მონდომებასთან ერთად, შესაბამისი გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია".
კამპანიის კიდევ ერთი საინტერესო ელემენტი თვალების დახუჭვის ჟესტია, რომელიც ერთგვარად მეტროპოლის ბრენდის იდენტობის ნაწილად იქცა. თვალების დახუჭვისა და ჩაფიქრების მომენტი კონსისტენტური დეტალია არა მხოლოდ მთავარ ვიდეოში, არამედ პრეკამპანიის კომუნიკაციასა და ვიდეოს გზავნილის ტიპოგრაფიაშიც.
მარიამ კარკალაია, მეტროპოლის მარკეტინგის დირექტორი: "თვალების დახუჭვა, ერთდროულად, სურვილის ჩაფიქრებასა და სიურპრიზებს გამოხატავს. ყოველთვის, როცა ადამიანებს რაიმე მთელი გულით სურთ, თვალებს მაგრად ხუჭავენ და ნატრობენ, რომ სურვილი აუხდეთ. ისე, თითქოს, როცა თვალს გაახელენ, ნანატრი მაშინვე თვალწინ გადაეშლებათ. ბრენდის მთავარი გზავნილიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ეს ყველასთვის ნაცნობი და ორგანული ჟესტი მეტროპოლის ბრენდთან დაგვეკავშირებინა.
ამიტომაც ვიდეოს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო დეტალი სწორედ თვალების მაგრად დახუჭვის მომენტია. მთავარი გზავნილის ტიპოგრაფიის დეტალიც თვალების დახუჭვის მომენტითაა შთაგონებული. ამავე მიზნით ვიდეოს წინ უძღოდა პრეკამპანია — სხვადასხვა სახასიათო, ინდივიდუალური გარეგნობის ადამიანის პორტრეტი, სადაც პერსონაჟები სურვილის ჩაფიქრების, ნატვრის მომენტში მაგრად დახუჭული თვალებითა და დადებითი ემოციით ავსახეთ. პოსტის აღწერებში კი პირველ პირში წარმოვაჩინეთ მათი ინდივიდუალური ჩანაფიქრები საოცნებო სახლის შესახებ. ამგვარად, „მეტროპოლის“ პროექტების უპირატესობები გავაცხადეთ და ხაზი გავუსვით, რამდენად გათვალისწინებულია პროექტებში მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები თუ ინტერესები".
საინტერესოა ვიდეოს დასასრულიც, რომელშიც ჯადოსნური მიზნებისა და სურვილების სამყაროში გაზრდილი მთავარი პერსონაჟი ახლა უკვე თავად ხდება ჩანაფიქრების შემსრულებელი.
"გადავწყვიტეთ, ვიდეო კულმინაციურ მომენტში — კვლავ თვალების დახუჭვის პროცესში გაგვეწყვიტა, რათა მაყურებლისთვის მიგვეცა საშუალება, თავად წარმოედგინა, როგორია სახლი, რომელიც მთავარმა პერსონაჟმა მთელი ოჯახისთვის ჩაიფიქრა და როგორ გაგრძელდება ის ჯადოსნური ისტორიები, რომლებსაც ახალ სახლში ახლა უკვე ხელს ვეღარაფერი შეუშლის", — მარიამ კარკალაია.
--
მეტროპოლის შესახებ – დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით 4 პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლი ბაგებისა და მეტროპოლი ქავთარაძის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი კომპანია მეტროპოლ კუბსა და მეტროპოლ ოვალს აშენებს, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები