მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ტონი არ ქმნის უსაფრთხო გარემოს სამოქალაქო აქტივისტებისთვის — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მოკლედ: სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტის საჯაროდ განხილვის დროს, დარღვევები დაფიქსირდა.
კონკრეტულად, ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმანის რესურსების შექმნასთან დაკავშირებულ კითხვას, საკრებულოს მაღალჩინოსნებმა კანონთან შეუსაბამო განცხადებებით უპასუხეს.
დეტალები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ
- 21 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.
- სხდომაზე პლატფორმა “სალამის” წარმომადგენელმა კითხვა დასვა ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმანის რესურსების შექმნაზე.
- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ მას უპასუხა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ქართულ ენაზე მიმდინარეობა კონსტიტუციით არის გაწერილი.
- "თუ მოქალაქე აზერბაიჯანულ ენაზე დაწერილ განცხადებას წარადგენს, თვითმმართველობა მას დაარეგისტირებს და კონკრეტულ ვადას მისცემს განცხადების ნოტარიული თარგმანის წარდგენისთვის, ხოლო თუ თარგმანის წარდგენა არ მოხდება, განცხადება განუხილველი დარჩება"— აღნიშნა მამუკა შუბითიძემ.
- "სალამის" კითხვას პროვოკაციული უწოდა საკრებულოს თავმჯომარემ, ამირან გორგაძემ. მან თქვა, რომ "თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს დაუშვებს, მაშინ ეთნიკურ რუსებსაც შეეძლებათ რუსულ ენაზე სერვისის მიღების მოთხოვნა".
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ტონი და მანიპულაციური მიდგომები არ ქმნის უსაფრთხო გარემოს სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის.
მათ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ თარგმანის რესურსების შექმნის შესახებ მოწოდებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რადგან
- სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიხედვით, "მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილნი არიან, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას".
ბოლო ხაზი: სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, უმცირესობების ენებზე თარგმანის რესურსების შექმნის პრაქტიკა ახალი არ არის, მაგალითად, ცესკო უმცირესობების ენაზე ბიულეტენებისა და სხვა საარჩევნო მასალების თარგმნას უზრუნველყოფს, დმანისის მუნიციპალიტეტმა მის ოფიციალურ ვებ-გვერდში ჩააშენა აზერბაიჯანული ენა, ხოლო ნინოწმინდისა და ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობები სომხურ ენას ადმინისტრაციულ წარმოებაში თარგმანის სტატუსით იყენებს.
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
კომენტარები