10 საჩუქარი იმისთვის, ვისაც თავის მოვლის 10-ნაბიჯიანი რუტინა აქვს
ალბათ შენს გარემოცვაში ერთი ისეთი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვისაც სააბაზანო და ოთახი თავის მოვლის საშუალებებით აქვს სავსე. მათ სახლში სტუმრობა მოსაწყენი არასდროსაა, რადგან ყოველ ჯერზე ერთ ისეთ პროდუქტს მაინც აღმოაჩენ, რომლის შესახებ აქამდე წარმოდგენაც არ გქონდა.
თუ იმ ადამიანის გახარება გინდა, ვისაც თავის მოვლის 10-ნაბიჯიანი რუტინა აქვს, ჩვენ დაგეხმარებით:
1. Dr.Organic-ის სახის დასაბანი
სახის კანის მოვლა დასაბანი საშუალებით იწყება, რომელიც არასდროს არაა ზედმეტი. Dr.Organic-ის ამ სახის დასაბანს პიტნის საუცხოო არომატი აქვს და ყველა ტიპის კანისთვისაა რეკომენდირებული.
ფასი: 33 ₾ / დეტალურად ნახვა
2. სახის დამამშვიდებელი ნიღაბი
თუ შენს ადრესატს მგრძნობიარე ან ალერგიული კანი აქვს, ამ დამამშვიდებელ ნიღაბს გირჩევთ. სასარგებლოსთან ერთად, შეფუთვაც ძალიან საყვარელი და გამორჩეულია!
ფასი: 17 ₾ / დეტალურად ნახვა
3. The Ordinary-ის სახის შრატი
თუ შენს ადრესატს მართლაც თავის მოვლის 10-ნაბიჯიანი რუტინა აქვს, დარწმუნებული ვართ, მისი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი The Ordinary იქნება. ეს ასაკსაწინააღმდეგო შრატი იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ებრძვის პიგმენტურ ლაქებს და სახის კანის ფერსაც აუმჯობესებს. პროდუქტი ვეგანურია და არ შეიცავს გლუტენს.
ფასი: 48 ₾ / დეტალურად ნახვა
4. Kylie Cosmetics-ის სახის დამატენიანებელი კრემი
სახის დამატენიანებელი ნებისმიერი ადამიანის რუტინის განუყოფელი ნაწილია. კაილი ჯენერის სახელგანთქმული ბრენდის ეს პროდუქტი ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და მშვენიერი საახალწლო საჩუქარი იქნება.
ფასი: 87,19 ₾ / დეტალურად ნახვა
5. მზისგან დამცავი — Soskin High Protection
მზისგან დამცავი ნებისმიერ სეზონზე შენი განუყრელი მეგობარი უნდა იყოს. ეს ისეთი ნივთია, რომელიც შენს ადრესატს აუცილებლად დასჭირდება, ამიტომ საჩუქრის არჩევისას შეგიძლია დიდხანს არ იყოყმანო.
ფასი: 54,39 ₾ / დეტალურად ნახვა
6. სხეულის რძე
სახის კანთან ერთად სხეულიც საჭიროებს მოვლა-მზრუნველობას. Institut Karite-ის სხეულის რძე კანის დატენიანებასა და საუცხოო სურნელს უზრუნველყოფს, რასაც არცერთი ადრესატი არ დაგიწუნებს.
ფასი: 52,02 ₾ / დეტალურად ნახვა
7. თმის სკრაბი
თუ შენი ადრესატი თავის თმას განსაკუთრებულად უვლის, მაშინ თმის სკრაბი აუცილებლად გაუხარდება. რაც მთავარია, სკრაბი ყველა ტიპის თმისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ მისი შეძენა ბევრი ფიქრის გარეშე შეგიძლია.
ფასი: 10,08 ₾ / დეტალურად ნახვა
8. კბილის ელექტროჯაგრისი
შენს ადრესატს თავის მოვლის რუტინა სულ რომ არ ჰქონდეს, დარწმუნებული ვართ, სულ მცირე, კბილებს მაინც იხეხავს. ელექტროჯაგრისი ნებისმიერი ადამიანისთვის საჭირო და ძვირფასი ნივთი იქნება, ამიტომ შეგიძლია საახალწლო საჩუქრად თამამად შეარჩიო.
ფასი: 199 ₾ / დეტალურად ნახვა
9. ნეფრიტის ნაკრები
ნეფრიტის ნაკრები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს გამოადგება. როლერისა და გუაშას გამოყენება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, წვრილ ნაოჭებს ამცირებს და "ლიფტინგის" ეფექტიც აქვს. ეს საჩუქარი შენს ადრესატს აუცილებლად გაახარებს.
ფასი: 63,20 ₾ / დეტალურად ნახვა
10. როლერი
თუ შენს ადრესატს ნეფრიტის ნაკრები უკვე აქვს, შეგიძლია, სახის როლერი აჩუქო. როლერი მშვენიერი საშუალებაა სახის კონტურის მოდელირებისათვის და ყვრიმალებისა და სახის ოვალის გამოსაკვეთად. შენი ადრესატი ამ საჩუქრით აუცილებლად აღფრთოვანებული დარჩება.
ფასი: 38,50 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები