ამბიციური განაცხადი საავტომობილო ინდუსტრიაში — Volvo Cars 2030 წლისთვის ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას გეგმავს
- კომპანია აორმაგებს ძალისხმევას კლიმატის დაცვის მიმართულებით. მისი მიზანია, ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 75%-ით შეამციროს
- Volvo Cars გეგმავს ალუმინისა და ფოლადის გამოყენებას თითქმის ნულოვანი ემისიით
Volvo Cars 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებასა და რეალიზაციას აანონსებს. ეს გადაწყვეტილება გამონაბოლქვის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. შედეგად შვედური კომპანიის სრული სამოდელო რიგი ეკომეგობრული იქნება. ამ ამბიციური და კლიმატის დაცვის მიმართულებით აუცილებელი მიზნის მისაღწევად Volvo Cars სუფთა ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, თითქმის ნულოვანი ემისიის ალუმინის მოხმარებაზე გადასვლას დააჩქარებს.
პარალელურად, უსაფრთხოებითა და გარემოსადმი მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია პირველია საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელიც ფოლადის შვედურ მწარმოებელთან, SSAB-თან, გაერთიანდა და უკვე მოიპოვა წვდომა თითქმის ნულოვანი ემისიის მქონე, მაღალი ხარისხის ფოლადის გადამუშავებულ ფურცლოვან ფოლადზე. მასალას Volvo Cars საავტომობილო წარმოების პროგრამაში 2026 წლისთვის გამოიყენებს.
Volvo Cars-ის საოპერაციო დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ხავიერ ვარელა ამბობს, რომ კომპანია მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების პროცესში. ამ განაცხადს Volvo Cars კონკრეტული გეგმით ამყარებს და ემზადება 2030 წლისათვის, როდესაც კომპანია მხოლოდ ელექტრიფიცირებული ავტომობილების წარმოებაზე გადავა. Volvo Cars-ში აცხადებენ, რომ პროგრესი შთამბეჭდავია: მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ წარადგინა სრულად ელექტრომოდელი EX30, რომელსაც ვოლვოს მიერ წარმოებულ ავტომანქანებს შორის ნახშირბადის ყველაზე დაბალი გამონაბოლქვი აქვს. გაყიდვების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სრულად ელექტრომობილებმა Volvo Cars-ის ჯამური გაყიდვების 16 პროცენტი შეადგინა.
ამასთანავე, კომპანიამ უკვე შეწყვიტა ინვესტირება ახალი შიგაწვის ძრავების სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, ხოლო 2024 წელი იქნება ბოლო თარიღი, როდესაც შვედური ავტომწარმოებელი დიზელის ძრავაზე მომუშავე მანქანას გამოუშვებს.
რაც შეეხება წარმოების პროცესს, მსოფლიო მასშტაბით Volvo Cars-ის ყველა ქარხანა 100%-ით კლიმატისთვის ნეიტრალურ, განახლებად ენერგიაზე მუშაობს.
იონას ოტერჰეიმი, Volvo Cars-ის კლიმატის ცვლილებების სამუშაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ის, რის გაკეთებასაც ჩვენ და ჩვენი სხვა თანამოაზრე კომპანიები ვცდილობთ, არის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება უკვე მოძველებული საწარმოო ინდუსტრიული პროცესების დეკარბონიზაციის მიზნით. ვიმედოვნებთ, შევძლებთ, ვაჩვენოთ, რომ ეს სასიცოცხლო ცვლილება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ უკვე მიმდინარეობს“.
Volvo Cars-ის მიზანია, მიანიჭოს მომხმარებელს გადაადგილების თავისუფლება ინდივიდუალური, მდგრადი და უსაფრთხო გზით. ეს აისახება მის მისწრაფებაში — გახდეს სრულად ელექტრომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის — და მის ვალდებულებაში — მუდმივად შეამციროს ნახშირბადის კვალი — და შედეგად, 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ ნეიტრალურ, უვნებელ კომპანიად მოგვევლინოს.
შვედურ ავტომწარმოებელს საქართველოსთან ერთად კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ვოლვო ქარ კავკასია წარმოადგენს. თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია 2019 წლიდან პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. საერთაშორისო ბაზარზე სხვა წარმომადგენლობებთან ერთად, ვოლვო ქარ კავკასიაც სრულად მიჰყვება სკანდინავიური ბრენდის მიზნებსა და კონცეფციას. თბილისში არსებული მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. ახლად გახსნილი ცენტრის შენობის სახურავზე 693 პანელია დამონტაჟებული, რომლებიც ელექტროენერგიას მზის შუქზე გამოიმუშავებს. კომპანია მომხმარებელს Volvo Cars-ის სრულ სამოდელო რიგს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
კომენტარები