ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2023 წელს დაქამინგაუთდნენ
ცნობილი ქვიარ ადამიანებისთვის საკუთარ იდენტობაზე ღიად საუბარი რომ ადვილი არ ყოფილა, ამაზე ადრეც მოგვიყოლია. ზოგს კარიერის დანგრევით ემუქრებოდნენ, ზოგსაც — საკუთარი თავის ნებისმიერ ფასად დამალვას სთავაზობდნენ. იმის მიუხედავად, რომ უკვე 2024 წელი დადგა, ქამინგ აუთი ზოგიერთისთვის მაინც საჩოთირო საკითხად რჩება. ამდენად, დროა, ის ვარსკვლავები გავიხსენოთ, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად დაქამინგაუთდნენ 2023-ში.
ნოა შნაპი
ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი, რომელიც მაყურებელმა ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალში Stranger Things შესრულებული უილ ბაიერსის როლით გაიცნო, ტიკტოკზე დაქამინგაუთდა 2023 წლის იანვარში.
"როცა შიშში 18-წლიანი ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ვუთხარი, რომ გეი ვარ, მათ კი მხოლოდ ის მიპასუხეს, ვიცითო", — ასეთი აღწერით გამოაქვეყნა მსახიობმა ვიდეო და დაამატა, უილს იმაზე მეტად ვგავარ, ვიდრე მეგონაო.
ბელა რემზი
Game Of Thrones-ისა და The Last Of Us-ის ვარსკვლავმა 2023 წლის იანვარში The New York Times-თან ინტერვიუში თავის გენდერულ იდენტობაზე ღიად ისაუბრა. რემზის თქმით, არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირად იდენტიფიცირდება და გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელებით სარგებლობს. არაბინარული გენდერული იდენტობა არ განეკუთვნება გენდერის ბინარულ გაგებას (რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ინდივიდი შეიძლება იყოს ან კაცი, ან ქალი).
"მგონი, ჩემი გენდერული იდენტობა ყოველთვის ცვალებადი იყო", — აღნიშნა ახალგაზრდა მსახიობმა, — "ვიღაც თუ მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებით (she/her) მომმართავდა, ყურადაც არ ვიღებდი. მაგრამ ვიცოდი, რომ თუკი ვინმე მამრობითი სქესის ნაცვალსახელს (he) მეძახდა, ეს ცოტათი მახარებდა".
მოგვიანებით მსახიობმა ასევე განაცხადა, რომ გენდერულად დაყოფილ ნომინაციაში წარდგენა მისთვის "უსიამოვნოა".
///
შუტი გატვა
წარმოშობით რუანდელი შოტლანდიელი მსახიობი, შუტი გატვა, Sex Education-იდან გავიცანით. ნეტფლიქსის ამ გახმაურებულ სერიალში იგი გეი თინეიჯერს, ერიკს, თამაშობდა. 2022-ში ისიც გავიგეთ, რომ გატვა პირველ გეი Doctor Who-ს განასახიერებდა.
2023 წლის ზაფხულში კი, ბრიტანულ Elle-თან ინტერვიუში გატვა ქვიარად დაქამინგაუთდა. ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ იარლიყების მიწებების წინააღმდეგია; ქვიარი ხომ ქოლგა-ტერმინია და აღნიშნავს ყველა ადამიანს, რომელიც არაა ჰეტეროსექსუალი ან სისგენდერი [პირი, რომლის გენდერული იდენტობა დაბადებისას მინიჭებული სქესის გენდერულ როლს ემთხვევა].
გატვამ ასევე გაიხსენა ამბავი, როგორ შეხვდა რუანდელ ქალს მანჩესტერის პრაიდზე რამდენიმე წლის წინ. მანამდე რუანდელ ქვიარს არ ვიცნობდი და მეგონა, ერთადერთი ვიყავიო, დაამატა მსახიობმა.
სუფიან სტივენსი
ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ბევრმა ჩვენგანმა ჰიტად ქცეული Mystery of Love-ით გაიცნო. ეს სიმღერა ლუკა გუადანინოს 2017 წლის გეი დრამის, Call Me by Your Name, საუნდტრეკია. მელანქოლიური კომპოზიცია ფილმში მოყოლილ ამბავს ზედმიწევნით გადმოსცემს და ბევრი ვარაუდობდა, რომ მისი ავტორიც ქვიარი იყო.
საბოლოოდ, 2023 წლის ოქტომბერში სუფიანმაც ღიად ისაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე და ახალი ალბომი Javelin გარდაცვლილ პარტნიორს, ევანს რიჩარდსონს, მიუძღვნა.
"იგი ერთ-ერთი იყო იმ იშვიათ და მშვენიერ ადამიანთაგან, რომელთაც ცხოვრებაში ერთხელ თუ გადაეყრები მხოლოდ: კეთილშობილი, უნაკლო და ყოველმხრივ წარმოუდგენლად გამორჩეული", — დაწერა ოსკარის ნომინანტმა მუსიკოსმა.
///
ბილი აილიში
2023 წლის ნოემბერში, გამოცემა Variety-თან ვრცელ ინტერვიუში ოსკაროსანი მუსიკოსი თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ სხვადასხვა საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ "ქალები ფიზიკურადაც იზიდავს, მაგრამ მათი სილამაზე და მათთან სიახლოვე აშინებს". ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან თავის სექსუალურ ორიენტაციაზე მომღერალმა პირველად ისაუბრა ღიად. მოგვიანებით აილიშმა თქვა, რომ ეგონა, მისი იდენტობა ყოველთვის ყველასთვის აშკარა იყო.
"როცა ჩემი ინტერვიუ პირველად ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, ოჰ, მგონი, დღეს დავქამინგაუთდი-მეთქი", — განაცხადა მუსიკოსმა, — "ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რადგან როგორც ვხვდები, ხალხმა არ იცოდა. მაგარია, რომ ახლა უკვე იციან".
რიჩარდ არმიტიჯი
ბრიტანელი მსახიობი რიჩარდ არმიტიჯი, რომელსაც კინომოყვარულები პიტერ ჯექსონის ფილმების სერიაში The Hobbit შესრულებული თორინ მუხისფარის როლით იცნობენ, 2023 წლის აპრილში სასხვათაშორისოდ შეეხო თავის იდენტობას და განაცხადა, რომ კაცი პარტნიორი ჰყავს. არმიტიჯმა აღნიშნა, რომ ახლობლებთან ჯერ კიდევ წლების წინ დაქამინგაუთდა, მაგრამ საჯაროდ საუბარს თავს არიდებდა, რათა პირადი ცხოვრება საქმეზე წინ არ დაეყენებინა.
"ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან 19 წლის ასაკში დავქამინგაუთდი", — აღნიშნა არმიტიჯმა, — "ყოველთვის ველოდი, რომ ეს შეკითხვა [სექსუალურ ორიენტაციაზე] სახეში მუშტად მომხვდებოდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. ვფიქრობდი, ხალხი უბრალოდ თავაზიანია თუ არ უნდათ, რომ იცოდნენ-მეთქი?".
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
კომენტარები