12 ქვეყანა მოუწოდებს იემენელ ამბოხებულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები წითელ ზღვაში
რა ხდება: 12-მა სახელმწიფომ — აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, ბაჰრეინმა, ბელგიამ, კანადამ, დანიამ, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, ნიდერლანდებმა და ახალმა ზელანდიამ ჰუსიტები გააფრთხილა, სასწრაფოდ შეწყვიტონ თავდასხმები კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში.
- ამ თავდასხმებს მათ "უკანონო, მიუღებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი უწოდეს". ასევე, აღნიშნეს, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმას არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს.
- მოკავშირეებმა ამბოხებულებს მოუწოდეს, "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ" თავდასხმები, რომლებიც, მათი თქმით, "პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას" კრიტიკულ გზაზე, რომელზეც გლობალური ვაჭრობის, თითქმის, 15% გადის.
- შიშობენ, რომ თავდასხმების გამო, გაიზრდება საწვავის ფასი, ასევე, დაზიანდება მიწოდების ჯაჭვები.
ამ თემაზე: თავდასხმები წითელ ზღვაში — ვინ არიან ჰუსიტები და რატომ ბომბავენ გემებს
დეტალები: ჰუსიტები, რომლებიც ამბობენ, რომ ისრაელი-ჰამასის ომში ჰამასს უჭერენ მხარს, წითელ ზღვაში გემებს ნოემბრის შემდეგ ესხმიან.
- მათი სამიზნე უკვე 20-ზე მეტი კომერციული გემი გახდა.
- ამბოხებულების მტკიცებით, ყველა მათგანი ისრაელთან იყო კავშირში, თუმცა ეს, ხშირ შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
- ჰუსიტები იყენებენ რაკეტებს, დრონებს, კატერებს და ვერტმფრენებს.
რეგიონში ომის ესკალაციის საფრთხე
ოთხშაბათს საღამოს, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე, ერთხმად დაგმეს ჰუსიტების თავდასხმები, თუმცა აქვე თქვეს, რომ აუცილებელია თავიდან იქნეს არიდებული შემდგომი ესკალაცია.
- ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში მენეჯმენტისა და რეფორმების საკითხებში, კრის ლუმ თქვა, რომ თავდასხმებმა "სერიოზული გავლენა მოახდინა საზღვაო უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო გადაზიდვებსა და ვაჭრობაზე“.
- მისივე თქმით, ირანის როლი "პრობლემის საფუძველია".
- ირანი, თავის მხრივ, უარყოფს, რომ თავდასხმებს მხარს უჭერს. ამის მიუხედავად, უცნობია, როგორი იქნება ირანის რეაქცია, თუ დასავლეთი მისი იემენელი მოკავშირეების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს განახორციელებს.
ბოლო ხაზი: ჰუსიტური მოძრაობა, რომელიც ცნობილია, ასევე, სახელით ანსარალა (ღმერთის მიმდევრები), იემენის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარეა.
- ისინი 2014 წლიდან იბრძვიან იემენის მთავრობის წინააღმდეგ და აკონტროლებენ როგორც დედაქალაქ სანაას, ასევე ქვეყნის ჩრდილოეთს და წითელი ზღვის სანაპირო ზოლს.
- იემენის მთავრობას, ჰუსიტების წინააღმდეგ, მხარს უჭერს არაბული ქვეყნების კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ხელმძღვანელობენ.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები