გასაჯაროვდა ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებული ფაილები, სადაც კლინტონი და პრინცი ენდრიუც ფიგურირებენ
მოკლედ: გუშინ, დღის ბოლოს, გასაჯაროვდა ათობით დალუქული სასამართლო დოკუმენტი, რომელიც ცნობილ ფინანსისტთან, ჯეფრი ეფშტეინთან არის დაკავშირებული.
- დოკუმენტების იმ ნაწილში, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ძირითადად, ნახსენებია ის ადამიანები, ვისი სახელებიც, ამ საქმეში, უკვე ცნობილი იყო — მათ შორის, ეფშტეინის გავლენიანი მეგობრები და მისი მსხვერპლები, რომლებმაც სექსუალურ ძალადობაზე ხმამაღლა ისაუბრეს.
- დოკუმენტებში ნახსენები არიან, ასევე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები — ბილ კლინტონი და დონალდ ტრამპი, მომღერალი მაიკლ ჯექსონი, ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი, თუმცა, ამ ფაილების მიხედვით, მათ არაკანონიერი ქმედებები არ ჩაუდენიათ.
ვინ იყო ჯეფრი ეფშტეინი
მილიონერი, რომელიც მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, მილიარდერებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
- ის ფლორიდაში 2005 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფინანსისტი 14 წლის გოგოს სექსუალური კავშირისთვის თანხას უხდიდა.
- ეფშტეინთან კავშირის შესახებ ისაუბრეს სხვა გოგოებმაც, თუმცა ის მხოლოდ ერთი მსხვერპლის საქმეში ცნეს დამნაშავედ. ფინანსისტმა ციხეში 13 თვე გაატარა.
- ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა, ამის შემდეგ, ეფშტეინთან ურთიერთობა გაწყვიტა — მათ შორის, ყოფილმა პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა და დონალდ ტრამპმა, თუმცა ეფშტეინი აგრძელებდა მდიდარ და ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობას მომდევნო წლებში, ხშირად, საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში.
- 2019 წელს, გამოცემა Miami Herald-ის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ, სკანდალის მიმართ ინტერესი განახლდა. ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურორებმა ეფშტეინს ბრალი წაუყენეს სექსუალური ტრეფიკინგისთვის.
სასამართლო პროცესის მოლოდინში, მან ციხეში თავი მოიკლა.
2021 წელს, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ეფშტეინის ყოფილ მეგობარ ქალს, გილენ მაქსველს, რომელიც არასრულწლოვანი მსხვერპლების ტრეფიკინგში იყო ჩართული.
რა ჩანაწერები გავრცელდა
დოკუმენტები არის სარჩელის ნაწილი, რომელიც ეფშტეინის ერთ-ერთმა მსხვერპლმა, ვირჯინია ჯუფრემ შეიტანა მაქსველის წინააღმდეგ.
- ჯუფრე ერთ-ერთია იმ ათეულობით ქალს შორის, რომელმაც ეფშტეინს უჩივლა.
- მან თქვა, რომ ეფშტეინი გოგოებზე ძალადობდა ფლორიდაში, ნიუ-იორკში, ვირჯინიის კუნძულებსა და ნიუ-მექსიკოში მდებარე საკუთარ სახლებში.
- ჯუფრემ თქვა, რომ როდესაც ის 17 წლის გახდა, ტრამპის კლუბ Mar-a-Lago-ში, სპაში მუშაობდა. მას, თანხის სანაცვლოდ, შესთავაზეს, ეფშტეინის მასაჟისტი გამხდარიყო, ეს საქმე კი სექსუალურ აქტებსაც ითვალისწინებდა.
- ჯუფრეს თქმით, მას აიძულებდნენ სექსი ჰქონოდა ეფშტეინის სხვა მეგობრებთანაც, მათ შორის, ბრიტანეთის პრინც ენდრიუსთან, ნიუ-მექსიკოს ყოფილ გუბერნატორთან ბილ რიჩარდსონთან, ყოფილ სენატორ ჯორჯ მიტჩენლთან და ა.შ.
- კაცებმა ბრალდება უარყვეს.
- ჯუფრემ პრინც ენდრიუს წინააღმდეგ სარჩელი 2022 წელს შეიტანა. ბუკინგემის სასახლე და თავად პრიცი, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
რა წერია ფაილებში ბილ კლინტონზე
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმეჯერ არის ნახსენები სასამართლოს დოკუმენტებში, თუმცა რაიმე მტკიცებულება მისი უკანონო ქმედებების შესახებ, არ ჩანს.
- მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კლინტონს ეფშტეინის დანაშაულების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
- ერთ-ერთი მსხვერპლის — შვედი იოჰანა სიობერგის ჩვენების მიხედვით, ეფშტეინმა მას უთხრა, რომ კლინტონს "ახალგაზრდა გოგოები მოსწონდა".
- დოკუმენტებში, ასევე, არის გილენ მაქსველის დასტურიც, რომ კლინტონს უმგზავრია ეფშტეინის პირადი თვითმფრინავით, თუმცა მან არ იცის, ეს რამდენჯერ მოხდა.
- კლინტონი, ეფშტეინის თვითმფრინავით, ჰუმანიტარული მიზნებისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში აფრიკაში გაფრინდა. მოგვიანებით, მან ფინანსისტთან კავშირი გაწყვიტა.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის 2019 წლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მასთან ერთად ეფშტეინის თვითმფრინავში იმყოფებოდნენ მისი საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლები. - ასევე, განცხადების მიხედვით, მოგზაურობის ყველა დეტალს აკონტროლებდა პრეზიდენტის საიდუმლო სამსახური.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები