ჩეჩნეთის უშიშროების ძალები ტელეგრამარხების ადმინისტრატორების ოჯახის წევრებს მოკვლით დაემუქრნენ
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა მოინახულეს ტელეგრამ არხ NIYSO-სთან დაკავშირებული პირების ნათესავები და მათ მოკვლით დაემუქრნენ, მას შემდეგ, რაც კადიროვი მთავრობის კრიტიკოსებს ღიად დაემუქრა.
არხის გუნდის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები მივიდნენ მათი ნათესავების სახლებში და მამების, ძმების და მამრობითი სქესის ბიძაშვილების მოკვლით დაემუქრნენ.
NIYSO ანტისამთავრობო ტელეგრამარხია, რომელიც აშუქებს ჩეჩნეთის მოვლენებს და ხშირად აკრიტიკებს რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს.
წყაროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ხდებოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეგრამარხების მფლობელების ნათესავებზე ზეწოლა, ინციდენტები კიდევ უფრო გააქტიურდა ჩეჩნეთის მთავრობის შეხვედრის შემდეგ, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაიმართა.
"ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ [ჩეჩნეთის ხელისუფლებამ] შეხვედრა გამართა კონკრეტულად ჩვენს გუნდთან დაკავშირებით“, — ამბობენ NIYSO-ში. "ამ შეხვედრაზე გაცემული იქნა ბრძანება, რომ ნებისმიერი გზით გაენადგურებინათ ჩვენი გამოცემა, შეეჩერებინათ ჩვენი აქტივისტები, მათ ნათესავებზე ზეწოლის საშუალებით".
ამ მოვლენებს წინ უძღოდა დეკემბრის ბოლოს ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მიერ დადებული პირობა, რომ გაანადგურებდა კრიტიკოსებს სოციალურ მედიაში, რომლებიც, მისი თქმით, "ექსტრემისტულ და ტერორისტულ პროპაგანდას" ავრცელებენ.
30 დეკემბერს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ, კადიროვმა თქვა, რომ მიმდინარეობდა "ახალგაზრდების წახალისება სერიოზული დანაშაულის ჩადენისთვის, უცხოეთიდან ადმინისტრირებული რამდენიმე სოციალური ქსელის პლატფორმაზე“.
"ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ადამიანის სიცოცხლეზე თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას გავლენა ექნება მოძალადის ნათესავებზეც“, - დაწერა კადიროვმა ტელეგრამის საკუთარ არხზე.
ჩეჩნეთის ტელეგრამის არხების უმეტესობა, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მათ შორის, ყველაზე ცნობილი 1ADAT და NIYSO, იმართება ჩეჩნების მიერ, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ისინი მუშაობენ ოპოზიციურ ბლოგერებთან ერთად, რომლებიც, ასევე, სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ.
კადიროვი მისი კრიტიკოსების ნათესავებს ღიად დაემუქრა.
"ახლო ნათესავებმა უნდა იცოდნენ, რას აკეთებს მათი ოჯახის წარმომადგენელი და აიღონ პასუხისმგებლობა მათზე, როგორც ჩეჩნური წესები საუკუნეების მანძილზე გვასწავლიდა“, - წერს ის.
რადიო თავისუფლების ცნობით, კადიროვი ასევე ღიად დაემუქრა თავის საზღვარგარეთ მცხოვრებ კრიტიკოსებს.
"ჩვენ არ დავინდობთ არავის, ვინც ცდილობს ჩეჩნეთში რაიმეს ორგანიზებას. რა ერშიც არ უნდა იყოს ის, ჩვენ გავგზავნით თხოვნას ტერორისტის ექსტრადიციის შესახებ. თუ არ გადმოგვცემენ, მაშინ ჩვენ უნდა მოვიშოროთ იგი, როგორც შეგვიძლია”, — თქვა მან. ”ისინი საუბრობენ ჩვენზე, იღებენ ფილმებს ჩვენზე, ამბობენ რაც უნდათ — ჩვენ ეს ასე არ უნდა დავტოვოთ".
საზღვარგარეთ არაერთი ჩეჩენი დისიდენტი მოკლეს. გერმანიის სასამართლომ რუსეთი "სახელმწიფო ტერორიზმში" დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ბერლინში, 2019 წელს მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი.
კადიროვმა ასევე მოუწოდა ჩეჩნეთში მცხოვრებ ყველა პირს, ვინც არ ეთანხმება მთავრობის "ხედვას“, "დატოვოს რესპუბლიკა“.
ოპოზიციური ბლოგერების დაშინება, მათი ახლობლების მეშვეობით, ადრეც ხდებოდა. 2023 წლის აგვისტოში ცნობილი ოპოზიციონერის, ახმედ ზაკაევის ძმისშვილი უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნეს.
იგივე მოხდა ძმები იანგულბაევების ნათესავებთან, რომლებიც მართავენ ოპოზიციურ ტელეგრამის არხს 1ADAT, ასევე, ბლოგერის ხასან ხალიტოვის ძმის შემთხვევაში.
ასევე, ნათესავებს აიძულებენ, საჯაროდ დაგმონ ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები. 2022 წლის თებერვალში, კელოის კლანის წარმომადგენლებმა, რომელსაც ძმები იანგულბაევები ეკუთვნიან, გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც მათ ძმები უარყვეს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები