ბრიტანელ კაცს მთელი ორი თვე თაგვი ჩუმად ულაგებდა არეულ ფარდულს (ვიდეო)
თაგვები რომ იმაზე ჭკვიანები და მოხერხებულები არიან, ვიდრე გვგონია, ეს ბევრჯერ დამტკიცდა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გავიგეთ, რომ ლედი გაგას სიმღერები ზუსტად ჩვენნაირად ჰყვარებიათ. ამჯერად კი, კიდევ უფრო გასაოცარი ამბის შესახებ შევიტყვეთ — თურმე ნუ იტყვით, და ეს პატარა არსებები უწესრიგობას ვერ იტანენ; ყოველ შემთხვევაში, როდნი ჰოლბრუკის ფარდულს შემოჩვეული თაგვი მაინც.
ჰოლბრუკი უელსელი ფოტოგრაფია, რომელმაც ცოტა ხნის წინ უჩვეულო ამბავი შენიშნა: მის ფარდულში ღამით უწესრიგოდ დატოვებული ნივთები მეორე დღეს თავ-თავიანთ ადგილზე დაბრუნებული ხვდებოდა. მისტიკური მოვლენის ამოსახსნელად როდნიმ ღამის ხედვის კამერა დაამონტაჟა და სწორედ ასე აღმოაჩინა, რომ საქმეში, არც მეტი, არც ნაკლები, თაგუნიას ხელი ერია.
"ეს ამბავი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა", — უყვება 75 წლის ფოტოგრაფი BBC-ს, — "მას მოწესრიგებული უელსელი თაგვი შევარქვი. თავდაპირველად შევნიშნე, რომ ჩიტებისთვის დატოვებული საკვები ფარდულში შენახულ ძველ ფეხსაცმელებში ჩნდებოდა. მერე კი კამერაც დავაყენე".
კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორი მონდომებით აგროვებს თაგუნია დაყრილ სარჭებს, საცობებს, ქანჩებს და ჭანჭიკებს, მერე კი ყველაფერს თავის ადგილს უჩენს და ყუთში აწყობს.
ჰოლბრუკს დააინტერესა, წესრიგის მოყვარული თაგვი შედარებით მოზრდილ ნივთებსაც თუ დაეჭიდებოდა და ნანახმა გააოცა — ფარდულში გაშინაურებულმა სტუმარმა ცალუღებიც კი აიღო და ყუთში დააბრუნა.
"ვერ ვიჯერებდი, როცა ეს ვნახე, ყველანაირ ნივთს ეზიდებოდა ყუთისკენ", — იხსენებს ფოტოგრაფი, — "ახლა უკვე აღარც ვიწუხებ თავს დალაგებით, რადგან ვიცი, რომ დილით ყველაფერი დაბინავებული დამხვდება".
სხვათა შორის, მსგავსი ამბავი ბრიტანეთში რამდენიმე წლის წინაც მოხდა. ბრისტოლის მახლობლად მცხოვრები კაცი ირწმუნებოდა, რომ დილაობით ფარდულში ნივთები გადაადგილებული ხვდებოდა. ადგილის მეპატრონემ მაშინაც კამერა დაამონტაჟა და ასე გაირკვა, რომ მისტიკური დამლაგებელი კვლავაც თაგუნია გახლდათ.
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
კომენტარები