ნახეთ: GOT-ის შემქმნელების ახალი საი-ფაი სერიალი ნეტფლიქსზე მარტში გამოვა (ტრეილერი)
ნეტფლიქსზე სულ მალე ახალ საი-ფაი დრამას ვიხილავთ. 3 Body Problem ("სამი სხეულის ამოცანა") — ასე ჰქვია სერიალს, რომლის პრემიერაც სტრიმინგ პლატფორმაზე მარტში შედგება.
სამი სხეულის ამოცანა ჩინელი მწერლის, ლიუ ცისინის, ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. სიუჟეტი 1960-იან წლებში იწყება და ასტროფიზიკოს იე ვენჯიეს გარშემო ვითარდება. ვენჯიეს, რომელიც ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს მამის სასტიკ მკვლელობას შეესწრო, სამხედრო სამსახურში იწვევენ და ქვეყნის შორეულ მხარეში, საიდუმლო სადაზვერვო ბაზაზე გზავნიან. სხვადასხვა დროში და კონტინენტზე განვითარებული მოვლენები 8-ეპიზოდიან სეზონშია გაერთიანებული.
"სამი სხეულის ამოცანა ეპიკური ამბავია, რომელიც თავისი მრავალშრიანი იდუმალებითა და ადამიანური კავშირების ამბით საი-ფაი დრამას გარდაქმნის", — წერს ნეტფლიქსი სერიალის აღწერაში.
აღსანიშნავია, რომ სამი სხეულის ამოცანა HBO-ის სამეფო კარის თამაშების შემქმნელებმა, დევიდ ბენიოფმა და დ.ბ. ვაისმა გადაიღეს. როგორც ცნობილია, თითოეული ეპიზოდის გადაღება დაახლოებით $25 მილიონი დაჯდა, რაც სერიალს ნეტფლიქსის ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად აქცევს. $200-მილიონიანი ბიუჯეტით, სამი სხეულის ამოცანა სერიალების ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული პროექტიცაა (Amazon-ის ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდების შემდეგ).
///
პროფესიით კომპიუტერულმა ინჟინერმა, ლიუ ცისინმა, სამი სხეულის ამოცანა ჯერ კიდევ 2008 წელს გამოსცა. მანამდე ნაწარმოები ერთ-ერთ ჟურნალში ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ. რომანმა სათავე დაუდო დედამიწის წარსულის ტრილოგიას, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საი-ფაი წიგნების სერიად იქცა.
სამი სხეულის ამოცანის ინგლისურენოვანი თარგმანი 2014 წელს გამოიცა და ცისინის წიგნი პირველი აზიური რომანი გახდა, რომელმაც ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ჰიუგოს პრემია, დაიმსახურა. ნაწარმოებს რეკომენდაცია გაუწიეს ფეისბუქის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა, სამეფო კარის თამაშების ავტორმა ჯორჯ რ.რ. მარტინმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც. ცისინის ტრილოგიამ დასავლეთში კომერციულ წარმატებასაც მიაღწია — წიგნები მსოფლიოში ცხრა მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა.
სამი სხეულის ამოცანის პრემიერა ნეტფლიქსზე 21 მარტს შედგება.
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
კომენტარები