აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების ოჯახის წევრებს პენსიები და დახმარებები გაუყინეს
აზერბაიჯანის ხელისუფლებას AbzasMedia-ს დაპატიმრებული თანამშრომლების ნათესავებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, მათი საბანკო ანგარიშების გაყინვით, სახელმწიფო შეღავათებზე წვდომის შეწყვეტისა და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის გზით.
დამოუკიდებელი მედიასაშუალების, "აბზასმედიას" მთავარი რედაქტორი, დირექტორის მოადგილე და 2 ჟურნალისტი, უცხოური ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით, ნოემბერში დააკავეს.
ჰაფიზ ბაბალმა, AbzasMedia-სთან ასოცირებულმა ჟურნალისტმა, რომელიც დეკემბერში დააკავეს, "ამერიკის ხმას" განუცხადა, რომ ხატაის რაიონულმა სასამართლომ, დაკავებული ჟურნალისტების ნათესავებს საბანკო ანგარიშები გაუყინა და სახელმწიფო სარგებელი შეუჩერა.
დაკავებულმა AbzasMedia-ის თანამშრომლებმა 20 დეკემბერს მათი ნათესავებისთვის დაწესებული შეზღუდვები ბაქოს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ხატაის რაიონული სასამართლოს მიერ მათი საბანკო ანგარიშების გაყინვას უკანონო და უსაფუძვლო უწოდეს.
25 დეკემბერს სასამართლო პროცესის დროს, ოფელია მაჰარამოვამ, მთავარი რედაქტორის, სევინჯ ვაგიფგიზის დედამ, განაცხადა, რომ მისი შშმ პირობის შეღავათები, რომელიც მიიღო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო, დაუსაბუთებლად შეუწყვიტეს.
"მე, ასევე, დავკარგე ქმარი, ავადმყოფი ვარ. ვინც დაბლოკა ჩემი საშეღავათო ბარათი, არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა“, — თქვა მაჰარამოვამ.
სასამართლომ ხელფასი დაუბლოკა ულვი ჰასანლის დას, სადაგატ ჰასანოვაც.
ხატაის სასამართლომ, ასევე, AbzasMedia-ს დირექტორის, ულვი ჰასანლის დედას, ესვირა მუსაევას პენსია გაუყინა.
ჰაფიზ ბაბალმა, რომელიც, სავარაუდოდ, AbzasMedia-სთან თანამშრომლობისთვის დააკავეს, ასევე თქვა, რომ ხელისუფლებამ დაბლოკა მისი შშმ პირისთვის დანიშნული შეღავათები, რომელსაც იგი ნაწილობრივი სიბრმავისთვის იღებს. ბაბალმა დასძინა, რომ დაკავებულ ჟურნალისტებს "სჯიან“ ალიევის ოჯახის ბიზნესისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ალი ნაგიევის ქონების შესახებ გამოძიების გამო.
თავის მხრივ, ვაგიფგიზმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ ეპყრობა სამართლიანად თავის მოქალაქეებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს საუბარი შეაწყვეტინა.
"კანონიერი საფუძველი არ არსებობს"
ზიბიდა სადიგოვამ — იურისტმა, რომელიც წარმოადგენს "აბზასმედიას", ჟურნალისტებთან თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
"რადგან სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა საბანკო ანგარიშების დაბლოკვის თაობაზე, ერთადერთი შანსია, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააპელაციო საჩივარი გადაეგზავნება ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა სადიგოვამ.
მან თქვა, რომ ხელისუფლებას, საბანკო ანგარიშების გაყინვა, მხოლოდ სახსრების წარმოშობასთან დაკავშირებით "გონივრული ეჭვების" გათვალისწინებით შეუძლია.
"საპენსიო ბარათებზე ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ირიცხება. ფულის წყარო ცნობილია: სახელმწიფო აგზავნის თანხას ანგარიშებზე. რატომ უნდა გაიყინონ?”, — თქვა სადიგოვამ.
ტურალ აღაევმა, დამოუკიდებელმა ადვოკატმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა, რომელიც საქმეს აკვირდება, განუცხადა OC Media-ს, რომ ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ ისეთი შემზღუდველი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა ქონების გაყინვა "გამონაკლის შემთხვევებში“.
"სამართალდამცავ ორგანოებს, ან სასამართლოს შეუძლიათ ასეთი შემაკავებელი ნაბიჯის გადადგმა გამონაკლის შემთხვევებში და მხოლოდ ბრალდებულთან, ან იმ პირებთან მიმართებაში, რომლებსაც ქონებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ, იმ პირობით, რომ გადადგმული ნაბიჯი კანონიერად გამართლებულია. [მათ] უნდა მტკიცებულებებით აჩვენონ, თუ როგორ უკავშირდება საბანკო ანგარიშების გაყინვა საჯარო ინტერესებს."
ემინ აბასოვი, აზერბაიჯანელი ადვოკატი, ასევე ამტკიცებს, რომ ქონების გაყინვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
"საკუთრების დაყადაღება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეში შეგროვებულ მასალებს“, განუცხადა აბასოვმა OC Media-ს. "შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ბრალდებულის ნათესავების პენსიის საფუძველზე შექმნილი ქონება დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან".
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე-ს" წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ AbzasMedia-ს ჟურნალისტები და მათი ოჯახები დევნას განიცდიან AbzasMedia-ს მუშაობასთან დაკავშირებით.
"მათ ოჯახებზე ზეწოლა ამაზრზენია და ამჟღავნებს ილჰამ ალიევის რეჟიმის ბუნებას, რომელიც იყენებს მთელ თავის ძალას, დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად, განსაკუთრებით მათი, ვინც საპრეზიდენტო წრეში არსებულ კორუფციას აქვეყნებს“, — თქვა მან.
მათ, ამასთან, მოუწოდეს ევროპის საბჭოს, შეახსენოს პრეზიდენტ ალიევის მთავრობას მისი ვალდებულებების შესახებ და გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები