10 ცნობილი წიგნი, რომელსაც თავიდან სულ სხვა სახელი ერქვა
დაწერიდან გამოცემამდე წიგნი დიდ გზას და რედაქტირების მრავალ ეტაპს გადის. ამ ხნის განმავლობაში, ხშირად იცვლება არა მხოლოდ ტექსტი და შინაარსი, არამედ მისი სათაურიც კი. სათაურის საბოლოო ვერსიას კი პირვანდელთან ზოგჯერ საერთოდ არაფერი აქვს ხოლმე საერთო. ქვემოთ მოგიყვებით იმ ცნობილ ნაწარმოებებზე, რომელთაც ავტორებმა თავიდან სულ სხვა რამ დაარქვეს.
1. დიდი გეტსბი
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ყველაზე ცნობილმა რომანმა გამოცემამდე არაერთხელ შეიცვალა სათაური. სხვადასხვა დროს წიგნს ერქვა ტრიმალქიონი უესტ-ეგში, ნაცრის მთებსა და მილიონერთა შორის, გზად უესტ-ეგისკენ, წითლის, თეთრისა და ლურჯის ქვეშ და ოქროსქუდიანი გეტსბი.
ნორმალური სათაურია, მაგრამ გული მკარნახობს, რომ ტრიმალქიონი უნდა დამერქმიაო, ამბობდა ამერიკელი მწერალი წლების შემდეგ. ავტორის აზრით, დიდი გეტსბი ნაწარმოებისთვის სუსტი სათაური იყო.
2. 1984
ჯორჯ ორუელის აღიარებულ ანტიუტოპიას თავის დროზე ევროპის უკანასკნელი კაცი ერქვა. თუმცა, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, გამომცემელმა მწერალს ალტერნატიული სათაურის გამოყენება ურჩია.
3. ატლანტმა მხრები გაშალა
აინ რენდის მაგნუმ ოპუსად მიჩნეული ნაწარმოების პირვანდელი სახელწოდება გაფიცვა გახლდათ. თუმცა, გამოცემამდე ერთი წლით ადრე ავტორმა იფიქრა, რომ სათაური ნაწარმოების შინაარსზე მეტისმეტად ბევრს ჰყვებოდა. ამიტომ, ქმრის რჩევით, წიგნის მაშინდელი ერთ-ერთი თავის სახელი გამოიტანა სათაურად.
4. დრაკულა
გოთიკის ჟანრის კლასიკად ქცეულ რომანს მუშაობის პროცესში ჯერ მკვდარი უკვდავი ერქვა, მერე კი — მხოლოდ უკვდავი. საბოლოოდ, სტოკერმა ნაწარმოებს დრაკულა დაარქვა.
5. აღმოხდების მზე
ერნესტ ჰემინგუეის ამ 1926 წელს გამოცემულ ნაწარმოებს აშშ-ში აღმოხდების მზე უწოდეს, მაგრამ წიგნის ორიგინალური სახელწოდება ფიესტა იყო. აღსანიშნავია, რომ ეს სათაური ბევრ უცხოურ გამოცემაში, მათ შორის ქართულ თარგმანში, შენარჩუნებულია.
6. ხაფანგი-22
ჯოზეფ ჰელერის ამ წიგნის სათაურში რიცხვი რამდენჯერმე შეიცვალა. რომანს თავდაპირველად ხაფანგი-18 უნდა რქმეოდა, მაგრამ მანამდე გამოიცა სხვა ავტორის წიგნი მილა 18, რის გამოც რედაქტორმა მწერალს სათაურის შეცვლა ურჩია. ნაწარმოებს ხაფანგი-11 დაარქვეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალგამოსული იყო ფილმი ოკეანის 11; ამიტომ, წიგნი საბოლოოდ ხაფანგი-22-ის სახელით გამოვიდა.
7. ნუ მოკლავ ჯაფარას
როცა ჰარპერ ლიმ ნაწარმოები პირველად გაუგზავნა გამომცემლებს, წიგნს მიდი, დააყენე დარაჯი ერქვა. მოგვიანებით, ავტორმა სათაური შეცვალა და რომანს ატიკუსი უწოდა. თუმცა, წიგნის საბოლოო ვერსია პირვანდელი ესკიზისგან დიდად განსხვავდებოდა, ამიტომ მას კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი. მიდი, დააყენე დარაჯი კი, რომელიც რომანის ნუ მოკლავ ჯაფარას ერთგვარი გაგრძელებაა, ათწლეულების შემდეგ, 2015-ში გამოიცა.
8. სიამაყე და ცრურწმენა
ჯეინ ოსტინის საკულტო კლასიკის პირვანდელი სახელი პირველი შთაბეჭდილება გახლდათ. გავრცელებული ცნობით, ნაწარმოებს სხვა მწერლის ამავე სახელწოდების რომანის გამოცემის გამო შეეცვალა სათაური.
9. საიდუმლო ბაღი
ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის ცნობილი საყმაწვილო ნაწარმოების თავდაპირველი სათაური ინგლისური საბავშვო ლექსიდან იყო აღებული და მას ქალბატონი მერი ერქვა.
10. თაგვებსა და ადამიანებზე
რაღაც, რაც მოხდა — გამოცემამდე სწორედ ასეთი სახელწოდება ჰქონდა ჯონ სტაინბეკის მცირე ზომის პროზაულ ნაწარმოებს. მოგვიანებით, ავტორმა წიგნს სათაური რობერტ ბერნსის ლექსიდან აღებული სიტყვებით შეუცვალა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები