პუტინის ფონდიდან მილიონობით რუბლი გამოიყო რუსულის პოპულარიზაციისთვის დსთ-ში, გაზმანოვისთვის და ჯარისკაცების პროთეზირებისთვის
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: რუსეთის პრეზიდენტის გრანტების ფონდმა 2024 წლის პროექტებისთვის 4 მილიარდი რუბლი გადაანაწილა.
- ონლაინგამოცემა აგენტსტვოს მიხედვით, 15 მილიონი რუბლი დაიხარჯება რუსული ენის პოპულარიზაციისთვის დსთ-ს ქვეყნებში.
- ყველაზე დიდი თანხა — 290 მლნ რუბლი, გამოიყო ომის მონაწილეების, მათი ოჯახების და უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად.
- თანხა დაიხარჯება ანექსირებულ რეგიონებში სახალხო რაზმების შექმნაზეც.
- გრანტი მიიღო, ასევე, რუსმა "პატრიოტმა მომღერალმა" ოლეგ გაზმანოვმა.
დეტალები: აგენტსტვომ გააანალიზა 1 მილიონ რუბლზე მეტის ოდენობის გრანტები.
- მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა, 105 მილიონი რუბლი, პრეზიდენტის ფონდმა გამოყო ფსიქოლოგიური, იურიდიული და სოციალური დახმარებისთვის უკრაინაში ომის მონაწილეებისა და მათი ოჯახებისთვის.
- 27,6 მილიონი რუბლი - მიიღო სრულიად რუსული სახალხო ფრონტის გამოძიების ბიუროს პროექტმა, რომელსაც ხელმძღვანელობს პირველი არხის პროპაგანდისტი ირინა კუკსენკოვა. პროექტის აღწერილობის მიხედვით, თანხა მოხმარდება 2022 წელს შექმნილი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში" დაზარალებულთა სარეაბილიტაციო ბანაკს.
- კიდევ 86 მილიონი რუბლი გამოიყო უკრაინის ომის მონაწილეთა პროთეზირებისთვის.
- ანექსირებული რეგიონების მაცხოვრებლების ფსიქოლოგიური, ჰუმანიტარული და ფიზიკურად დახმარებისთვის, მათ შორის, მათთვისაც, ვინც ეს ტერიტორიები უკვე დატოვა და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, ფონდმა, დაახლოებით 88 მილიონი რუბლი გამოყო.
- ამ თანხის ნახევარზე მეტი — 37 მილიონი რუბლი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც აპირებს, ამ თანხით ანექსირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის განავითაროს საეკლესიო სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი დახმარების სერვისი.
- გარდა ამისა, ფონდმა გადაწყვიტა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს სასაზღვრო, ბელგოროდის რეგიონის მაცხოვრებლებს — გამოყოფილი თანხით, 10 მლნ რუბლით, დახმარებას 2 ათას ადამიანს გაუწევენ.
- დახმარების გარეშე არ დარჩნენ არც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. მომღერალ ოლეგ გაზმანოვის პროექტი Springs მიიღებს 14.5 მილიონ რუბლს.
- ფონდმა 15 მილიონი რუბლი გამოყო რუსული ენის პოპულარიზაციისთვის დსთ-ს ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში.
ბოლო ხაზი: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კრემლმა აქტიურად დაიწყო საპრეზიდენტო საგრანტო სახსრების გამოყენება ომის ინტერესებისთვის.
- პრეზიდენტის კულტურული ინიციატივების ფონდი, მაგალითად, აქტიურად აფინანსებს სახელმწიფო პროპაგანდას და პროექტებს ანექსირებული რეგიონებიდან.
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
-
გადახედვაპაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან
კომენტარები