აზერბაიჯანში, ნოემბრის შემდეგ, მეცხრე ჟურნალისტი დააკავეს
პოლიციამ "აბზასმედიასთან" დაკავშირებული ჟურნალისტი ელნარა გასიმოვა კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა.
დღეს გასიმოვას, ხატაის რაიონულ სასამართლოში, ბაქოში, 2 თვითა და 17 დღით პატიმრობა შეეფარდა.
გასიმოვა შაბათს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი აბზასმედიას მიმდინარე სასამართლო საქმეზე მოწმის სახით დაიბარეს.
დღეს, სასამართლოში მიყვანისას, გასიმოვას ხელბორკილები ედო. მას თან ახლდა ადვოკატი ბაჰრუზ ბაირამოვი, რომელმაც კონტრაბანდის ბრალდებას "უსაფუძვლო და აბსურდული" უწოდა.
"[გასიმოვამ] თქვა, რომ ის დაპატიმრებას ელოდა; მას მიაჩნია, რომ ეს დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება”, — განაცხადა ბაირამოვმა. "გასიმოვას მიაჩნია, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო და აბსურდული, რომ ეს მუხლი გამოიყენება ჟურნალისტების დასაკავებლად".
მსგავსი: აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების ოჯახის წევრებს პენსიები და დახმარებები გაუყინეს
ნოემბრის ბოლოდან, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენა აბზასმედიას ხუთ წევრს, ჯგუფის მიერ უცხოური ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. დაკავებულთა შორის არიან დირექტორი და დამფუძნებელი ულვი ჰასანლი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი, დირექტორის მოადგილე მაჰამედ კეკალოვი და ჟურნალისტები ჰაფიზ ბაბალი და ნარგიზ აბსალამოვა.
აბზასმედია ცნობილია თავისი საგამოძიებო სიუჟეტებით, მათ შორის, ალიევების ოჯახის საქმიანი ურთიერთობების შესახებ, ასევე, სავარაუდო კორუფციაზე, მთიანი ყარაბაღის რეკონსტრუქციის პროცესში 2020 წლიდან.
რეპრესიები დაწყების შემდეგ, პოლიციამ, ასევე, დააკავა სხვა პირები, რომლებიც დამოუკიდებელ მედიასთან არიან კავშირში.
ილჰამიზ გულიევი, უფლებადამცველი და ყოფილი პოლიციელი, რომელმაც აბზასმედიასთან ანონიმურად ისაუბრა იმის შესახებ, რომ პოლიციელები ეჭვმიტანილებს ნარკოტიკს თავად უდებენ, დეკემბრის დასაწყისში დააკავეს. მას ბრალი დიდი რაოდენობით მეტამფეტამინის ქონაში წაუყენეს.
ნოემბერსა და დეკემბერში დააკავეს ორი ონლაინ ტელეარხის, Kanal 13-ისა და Kanal 11-ის დამფუძნებლებიც. პირველს ბრალად ედებოდა სახლის უნებართვოდ აშენება, მეორეს კი — გამოძალვა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები