დეზინფორმაციის შესახებ ევროკომისიის პირველი ნაბიჯის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებები
2023 წლის 8 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება რიგი ნაბიჯები. ახალ 9 ნაბიჯს შორის პირველი ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლას გულისხმობს.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციის თანახმად, "უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე გახდა, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს გაწევრიანების მისწრაფებების დისკრედიტაციას, ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას რეგიონში შექმნილ ვითარებაში. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა იმის მინიშნებას, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას ცდილობს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა აღნიშნულის [დეზინფორმაციის] უფრო აქტიური გამოაშკარავება და გაქარწყლება."
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირველი პუნქტის შესასრულებლად საჭიროა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
საერთო რეკომენდაციები
- ევროკომისიის ანგარიშის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლება გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დასავლეთი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას ცდილობს. ამასთან, ხელისუფლებამ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ პროაქტიული კამპანია უნდა აწარმოოს.
- მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობისთვის ხელშემწყობი გარემო შექმნას იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლებია ანტიდასავლურ და პრორუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობენ. ამ კუთხით, აუცილებელია, შეწყდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული რიტორიკა, უსაფუძვლო გამოძიება და 2023 წლის მარტში ინიციირებული ე.წ. "უცხოეთის აგენტების კანონის" შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ის დემოკრატიის დაცვასა და გამჭვირვალობას ემსახურებოდა. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობისთვის "ხელშემწყობი გარემო თავდასხმის ქვეშ მოექცა პოლიტიკური ლიდერებისა და რადიკალური ჯგუფების ხისტი რიტორიკის შედეგად და ასევე, იმ საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ. "უცხო ქვეყნის აგენტებად" აცხადებდა და რომლის დარღვევაც ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ ჯარიმებსა და სისხლისსამართლებრივ დევნას მოიცავდა".
- დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით პრინციპული გადაწყვეტილებები კონსენსუსის შედეგად უნდა იქნეს მიღებული. აღნიშნული მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკომისიის მე-9 ნაბიჯის გათვალისწინებით. შესაბამისად, აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკის შემუშავების, ისე მისი აღსრულების პროცესში, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების ჩართულების უზრუნველყოფა. ამასთან, დაუშვებელია, პირველი ნაბიჯის შესრულების საბაბით, იმგვარი საკანონმდებლო რეგულირების შემოღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
სრული კვლევის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობის ვებ-გვერდი.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობის FB-გვერდი.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები