ომბუდსმენის აპარატი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას აგრძელებს

ფოტო: კადრი ვიდეოდან
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შეფასების მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობას აგრძელებს.
- ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
რა ფუნქცია აქვს სამედიცინო ჯგუფს: ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს.
- სახალხო დამცველი აპარატის მიხედვით, ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული.
ვინ არიან ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის წევრები: სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები არიან:
- ნევროლოგი თენგიზ წულაძე, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა, ანესთეზიოლოგი რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა,
- ასევე, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი, კარდიოლოგ-არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი და თერაპევტი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის
სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები