აზერბაიჯანში უკვე მეათე ჟურნალისტი დააკავეს
აზერბაიჯანის პოლიციამ ჟურნალისტი შაჰინ რზაიევი ბაქოში საკუთარ სახლთან დააკავა, ის უკვე მეათე ჟურნალისტია, რომელიც ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან დააკავეს.
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რზაიევს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
ორშაბათ საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რზაიევის დაკავებისა და განაჩენის დადასტურებამდე, მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ დაკავების შესახებ არაფერი იცოდნენ — მათი თქმით, შაჰინ რზაიევი, დაახლოებით, 14 საათზე ბაქოში, სახლთან ახლოს სურსათის საყიდლად გავიდა და აღარ დაბრუნდა. მასთან დაკავშირება ვეღარ მოახერხეს.
შსს-ს სამინისტროს სპიკერმა იბრაჰიმ ამირასლანლიმ ორშაბათს მედიას განუცხადა, რომ რზაიევი დაკავების დროს უხამსო სიტყვებს საჯაროდ, ხმამაღლა იძახდა. მისი თქმით, პოლიციის თანამშრომელმა ჟურნალისტი მას შემდეგ დააკავა, რაც მან გინების შეწყვეტაზე უარი თქვა.
რზაიევი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს, ხოლო მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ ის დააკავეს ფეისბუქის პოსტის გამო, რომელიც მან დაწერა და მოგვიანებით, წაშალა.
რზაიევი კონფლიქტების შესახებ წერს. მანამდე ის იყო ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის დირექტორი აზერბაიჯანში, ვიდრე, 2016 წელს, ეს ორგანიზაცია ქვეყანაში ფუნქციონირებას შეწყვეტდა. მას შემდეგ, რზაიევი რეგიონულ გამოცემა ჯემ ნიუსთან თანამშრომლობდა.
ის არის, ჯერჯერობით, ბოლო ჟურნალისტი, რომელიც მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიის ფონზე დააკავეს. პროცესები აბზასმედიაზე რეიდით და მათი რამდენიმე თანამშრომლის დაკავებით, ნოემბრის ბოლოს დაიწყო.
ის, ასევე, არის ორშაბათს დაკავებული მეორე ჟურნალისტი. ელნარა გასიმოვა, ჟურნალისტი, რომელიც აბზასმედიაში მუშაობს, დააკავეს და შეუფარდეს 2 თვითა და 17 დღით წინასწარი პატიმრობა. მას ბრალად კონტრაბანდა ედება.
აზერბაიჯანმა ნოემბრის ბოლოდან ათი მედიის თანამშრომელი დააკავა.
ქვეყანა, თებერვლის დასაწყისში, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
განახლება: სამშაბათს საღამოს, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ბრძანა რზიაევის გათავისუფლება და სასჯელი შეუცვალა 50 აზერბაიჯანული მანათის (29 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმით.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვავიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ვიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
კომენტარები