საქართველო ვენდისის საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს
საქართველო ვენდისის საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს. ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც ვენდისის აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს ვენდისი რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებული ვენდისის რესტორნის გენერალური მენეჯერი ნათია ჩუბინიზე კი ვენდისის საერთაშორისო ქსელის 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის გამოარჩიეს და დააჯილდოვეს მომხმარებლისთვის რესტორანში სტუმრობის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფისა და მიღწეული შედეგებისთვის.
"ვენდისი თავისი ისტორიის მანძილზე, რომელიც 1969 წელს დაიწყო ოჰაიოს შტატში, ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, თუ როგორ გაზარდოს ბრენდის ცნობადობა, სიყვარული და გააფართოოს მისი წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან ჩვენ შევძელით გაგვეზიარებინა საერთაშორისო ვენდისისგან ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. შესაბამისად, განსაკუთრებულად საამაყოა ის, რომ მსოფლიოში ცნობილი, ამერიკული, გლობალური კორპორაციის ფრანშიზის მფლობელებს შორის ჩვენ გამოგვარჩიეს და საქართველო 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს," აცხადებს „ვენდისის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
"ვენდისმა უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი საქართველოში. 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარება „ვენდისის“ სისტემაში, რომელიც აშშ-ს მიღმა მსოფლიო ბაზრებს მოიცავს, სადაც ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ფრანშიზის მფლობელები მრავალი წელია წარმატებით ფუქნციონირებენ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად საამაყო შედეგია. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ასობით ადამიანს, ვინც ბრენდის განვითარებაშია ჩართული. ჩვენ ეს წარმატება ერთად შევქმენით. 2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით შევხვდით. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით ვისოლ ჯგუფი 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთად ვიზრუნებთ," აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.
ვენდისის ქსელის განვითარებით ადამიანებისთვის, ვისთვისაც ვენდისში სტუმრობა საყვარელი ტრადიციაა ან ვინც დროშია შეზღუდული და Drive-Thru მომსახურების მიღება სწრაფად სურს, ახლა უფრო ხელმისაწვდომია რესტორნის ლოკაციები. ვენდისი დღეს უკვე არამხოლოდ ქალაქების ცენტრალურ უბნებს, არამედ გარეუბნებსაც მოიცავს. მიწოდების სერვისით ერთგული მომხმარებლები 24/7-ზე სარგებლობენ. საკუთარი აპლიკაციით კი პროდუქტების წინასწარი შეკვეთა და გადახდაა შესაძლებელი. შეძენილ პროდუქტს კი რიგში დგომის გარეშე ვენდისის ნებისმიერ რესტორანში მისვლისთანავე მიიღებთ.
ვისოლ ჯგუფმა ვენდისის ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2024 წელს ვენდისი საქართველოში 19 რესტორნით შეხვდა. 2023 წელს ვისოლ ჯგუფმა ვენდისის სამი, დანკინის ცამეტი და საბვეის თორმეტი რესტორანი გახსნა და ჯამში 1500-მდე ადამიანი დაასაქმა როგორც თბილისში, ისე რეგიონში. ვისოლ ჯგუფი საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს მართავს, რომელიც ჯამურად ვენდისის, დანკინის და საბვეის 117 ობიექტს აერთიანებს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები