მთავრობა მალავს, როგორ შეუცვალა პრივატიზაციის პირობები ჩხხარტიშვილის კომპანიას — TI
რა ხდება: ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) აცხადებს, რომ 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, რა შეიცვალა კონკრეტულად.
"იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციისადმი მოწყვლადი სფეროა, განსაკუთრებით როდესაც ქონება ოფშორულ კომპანიებს გადაეცემა, აუცილებელია გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა", — წერს TI.
დეტალები: 2014 წელს სახელმწიფომ სომგოს კომპანიას სიღნაღში 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით.
- საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველ დათქმულ 3 წლის ვადაში არ შესრულდა, რის შემდეგაც ვადა 2-ჯერ გახანგრძლივდა, 2016 და 2018 წლებში.
- 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაც, სავარაუდოდ, პროექტის საინვესტიციო ვადის მორიგ ჯერზე გახანგრძლივებას ეხება.
TI: "პრივატიზაციის საინვესტიციო პირობების შეცვლა ხშირი პრაქტიკაა და ეს თავისთავად არ არის პრობლემა. კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც მთავრობა პირობებს უცვლის მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირს და ამის შესახებ ინფორმაციას მალავს."
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.
პრივატიზაციის კავშირები ოფშორთან
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის მიხედვით,
- 2007 წლის 9 აგვისტოს დაარსებული შპს სომგოს კომპანიას მესაკუთრეა სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია სონატა ალიანს ინკი, რომლის 100%-ის მფლობელი და დირექტორი 2014 წლიდან ვანო ჩხარტიშვილის შვილი, ნათია ჩხარტიშვილია.
- შპს სომგოს კომპანიის დირექტორი ლევან სკამკოჩაიშვილია, რომელიც ამავდროულად ვანო ჩხარტიშვილის კომპანია თბილისის თამბაქოს დირექტორის თანამდებობას იკავებს.
- შპს სომგოს კომპანია, რომლის ეკონომიკურ საქმიანობადაც ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობები არის მითითებული, საქსტატის მონაცემებით, არააქტიურია.
- სონატა ალიანს ინკის წილები და დირექტორი წლების განმავლობაში ვანო ჩხარტიშვილის შვილებსა და რამდენიმე სხვა პირს შორის იცვლებოდა. საჯარო რეესტრში არსებული ბოლო მონაცემებით, კომპანია ნათია ჩხარტიშვილის მფლობელობაშია.
TI ჩხარტიშვილის შესახებ: "ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენია, რომლის ბიზნეს ინტერესების დიდი ნაწილი დაფარულია ოფშორული კომპანიების გამოყენებით", — აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ ეს ფაქტი 2016 წელს გაჟონილმა Panama Paper-ის სახელით ცნობილმა დოკუმენტებმა დაადასტურა.
- ჩხარტიშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (2001-2004 წწ) და შემდეგ მე-6 მოწვევის (2004-2008 წწ) პარლამენტის წევრი იყო.
- მისი სახელი დაკავშირებულია რამდენიმე კორუფციულ სკანდალთან, მათ შორის არის ომეგა ჯგუფის გახმაურებული საქმე და სასამართლოზე არასათანადო გავლენის სავარაუდო შემთხვევა.
-
2022 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ვანო ჩხარტიშვილზე სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, დასანქცირების მიზეზები, ერთი მხრივ, მისი ბიზნეს კავშირია რუსული ენერგეტიკის სექტორთან, ხოლო, მეორე მხრივ, მისი კავშირები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც სააგენტოს თანახმად, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს.
ბოლო ხაზი: "ზოგადად, ოფშორულ კომპანიებზე სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ხშირად უცნობია საბოლოოდ ვინ დგას ამ კომპანიების უკან და ვინ და რა პირობებით იღებს სარგებელს ხალხის ქონებისგან", — ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", — "ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებული პრივატიზაციის ეს შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა, რომ ოფშორული კომპანიის მესაკუთრე შეიძლება მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი იყოს."
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები