საკანცელარიო მაღაზია თეირანში — წიგნი ცხოვრების მოულოდნელობებზე
"საკანცელარიო მაღაზია თეირანში" ირანული წარმოშობის ამერიკელი მწერლის მარჯან ქამალის წიგნია, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ გამოსვლისთანავე შეიყვარა. წიგნის ქართული თარგმანი სულ ახლახან გამოიცა ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ. ინტერნეტ სივრცეში უკვე უხვად წააწყდებით სხვადასხვა პოსტს, განხილვას წიგნის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, მკითხველების ყურადღებას ორმაგად იქცევს.
წიგნის განსხვავებული სათაურიცა და ყდაც მკითხველის ინტერესს აღძრავს. კულტურა და ცხოვრების წესი, პოლიტიკა და ადამიანური გრძნობები, დიდი ტრაგედიები და მათ შემდეგ გაგრძელებული ცხოვრება — ავტორი ყველა თემას მიმოიხილავს, თანაც სიუჟეტის საინტერესო განვითარებაც არ დავიწყებია.
ერთი შეხედვით, ესაა სიყვარულის ისტორია, დიდი, ყოვლისმომცველი და ხშირად დამანგრეველი გრძნობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ვფიქრობთ, მკითხველის განსაკუთრებული დაინტერესება იმანაც გამოიწვია, რომ წიგნი არაა ერთი ჩვეულებრივი რომანი, რომელიც მხოლოდ სიყვარულს განიხილავს. აქ უხვადაა აღწერილი პოლიტიკური სიტუაცია და როგორი საზიანო შეიძლება იყოს ის ყველა მოქალაქისთვის, როგორ და რამხელა გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე.
წიგნის მთავარი მოქმედი გმირი, როია, ჯერ ახალგაზრდაა, პირველი სიყვარულის საოცარ გრძნობასა და მის დამანგრეველ ძალას მკითხველის თვალწინ განიცდის. საკანცელარიო მაღაზია შეყვარებული წყვილის თავშესაფარია, აქ "როია მთლიანობას, სითბოს, რეალობისგან გაქცევასა და სიმშვიდეს ელტვოდა". რეალობა კი ნამდვილად საშინელია, სახელმწიფო გადატრიალების წინა პერიოდი ირანში, გამოსვლები და ერთმანეთს დაპირისპირებული საზოგადოება. როიას არც ის ავიწყდება, რომ ქალადაა დაბადებული და მის სამშობლოში ქალებს მუდამ მკაცრად განსჯიან: "კარგი მანერებისა და ოფიციალურობის ბადეში იყო მოხვედრილი, სადაც ქალისგან მუდამ სამაგალითო საქციელი მოითხოვება, რაც ხშირად სულს უხუთავდა".
მოვლენები წიგნში სწრაფად იცვლება, მოულოდნელი ტრაგედიები, ოჯახების ჩარევა ორი შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაში, სხვადასხვა აზრები სამომავლო ცხოვრებაზე და საბოლოო გააზრება — შეიძლება ადამიანი ეცადოს, თუმცა მისი წარმოდგენილი მომავალი სულ სხვანაირი აღმოჩნდეს. "სინამდვილეში კი ადამიანს თავისი ბედი შუბლზე დაბადებიდანვე აწერია. ჩვენი თვალისთვის უხილავია ეს ბედისწერა. მაგრამ, ნამდვილად გვაწერია".
დრო გადის, ცხოვრება გრძელდება, თუმცა როია პირველ სიყვარულს ვერ ივიწყებს. მკითხველის ცნობისმოყვარეობას ავტორი აკმაყოფილებს, ყველა პასუხგაუცემელ კითხვას საბოლოოდ ასვამს ბეჭედს. წყვილის გულშემატკივარი მკითხველი წიგნის ბოლო წინადადებას ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავს: "იმედი არ მოკვდება. სიყვარული ხომ ის ავადმყოფობაა, რომლისგანაც ვერასდროს განვიკურნებით".
"საკანცელარიო მაღაზია თეირანში" ინგლისურიდან თარგმნა თეონა ბითაძემ.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები