აუცილებელია, რომ ღაზაში ცეცხლი შეწყდეს — დუა ლიპა
დუა ლიპამ Rolling Stone-თან მიცემულ ახალ ინტერვიუში ცნობილი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა. ლიპა ფიქრობს, რომ საზოგადოებას არ სურს, პოპვარსკვლავები ჭკვიანები იყვნენ. მისი თქმით, ბევრად მეტ რამეს აკეთებს, ვიდრე მხოლოდ მომღერლობაა.
"მგონი, ადამიანებს არ სჯერათ, როცა ვამბობ, რომ წიგნების კითხვა მიყვარს. საზოგადოებას არ უნდა, რომ პოლიტიკურები და ჭკვიანები ვიყოთ. მე ბევრად მეტი ვარ, ვიდრე ჩემი საქმე. ჩემი ცხოვრება პოლიტიკურია, რადგან ლონდონში იმის გამო გავიზარდე, რომ ჩემმა მშობლებმა სამშობლო ომის გამო დატოვეს", — აღნიშნავს ლიპა.
დუა ლიპა, გარდა იმისა, რომ ცნობილი მომღერალი და პოპულარული სიმღერების ავტორია, წიგნების კლუბის დამაარსებელიცაა. ასევე, მან კულტურასთან დაკავშირებული ონლაინ ჟურნალი Service95, პოდკასტი Dua Lipa: At Your Service და მუსიკის ფესტივალი The Sunny Hill Festival შექმნა.
მომღერალი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასაც არ უშინდება და ემიგრანტებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციას ეწინააღმდეგება. ამასთან, დუამ ხელი მოაწერა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ პეტიციას.
ალბანელი მომღერალი ამბობს, რომ ოჯახის გამოცდილების გამო, კარგად ესმის, რას ნიშნავს ომი. მართალია, დუა ლიპა ჰამასის ქმედებებს ეწინააღმდეგება, თუმცა მიაჩნია, რომ ღაზაში უამრავი უდანაშაულო ადამიანი კვდება, რაზეც პოლიტიკური ლიდერები უფრო ხშირად უნდა საუბრობდნენ.
"ამ მომენტში ვხედავთ, როგორ იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები. ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მსოფლიოს ლიდერები საკმარისად არ საუბრობენ. აუცილებელია, რომ ღაზაში ცეცხლი შეწყდეს", — ამბობს ლიპა.
მომღერალი იმასაც ამბობს, რომ საჯაროდ თავისი პირადი ცხოვრების განხილვა არ სურს და საქმეზე ლაპარაკი ურჩევნია.
"აქ იმისთვის არ ვარ, რომ მეტი ყურადღება მივიქციო ან ახალ ამბებში მოვხვდე. ადამიანები ფიქრობენ, რომ სელებრითებს იცნობენ, თუმცა რეალურად მათზე წარმოდგენა არ აქვთ", — ამბობს ის.
დუა ლიპამ მის მესამე ალბომზეც ისაუბრა, რომლის გამოშვებასაც 2024 წელს გეგმავს. ეს პირველი პროექტი იქნება, რომელზეც მომღერალმა ახალ მენეჯმენტთან ერთად იმუშავა.
ლიპას თქმით, მან თავის სიმღერებზე საავტორო უფლებები შეისყიდა და ახალგაზრდა არტისტებსაც მოუწოდებს, ინდუსტრიაზე მეტი ცოდნა ჰქონდეთ და ყურადღებით იყვნენ, რათა თავი უკეთ დაიცვან.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები