მოსაყდრე შიომ უფალს შესთხოვა, "გამოვსწორდეთ" და აღარ განმეორდეს "სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც სამებაში ვიხილეთ"
რა ხდება: დღეს, 19 იანვარს, მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა მეუფე შიო მუჯირმა, პატრიარქის მოსაყრემ.
- მისი ქადაგებისას ერთ-ერთი მინიშნება მიემართებოდა საზოგადოებრივ რეაქციებზე ხატის შესახებ, რომელიც სამებას პრორუსულმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა შესწირა და მასზე მატრონა მოსკოველი და სტალიანია გამოსახული.
დეტალები: ქადაგებისას, შიო მუჯირმა უფალს შესთხოვა,
- "გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით;
- რომ, ჩვენი ხალხიც, სულიერად უფრო ამაღლდეს;
- რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ, რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში [სამების საკათედრო ტაძარი]."
და მინიშნება გააკეთა ისეთი კანონის საჭროებაზე, რომ "მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება".
კონტექსტი: 2024 წლის 10 იანვარს, პარტია ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, დაანონსა კანონპროექტი, რომელიც, მისი თქმით, "გაამკაცრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის".
სტრიქონებს შორის: 2018 წლის 24 აპრილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი იყო. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების იმ ხუთი დეპუტატიდან, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონით დარეგულირებას ეთანხმებოდა, ერთ-ერთი ანრი ოხანაშვილი იყო. ინიციატივა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებაზე, 2013 და 2016 წლებშიც იყო.
რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზების კანონპროექტს საქართველოში მომუშავე რამდენიმე უფლებადაცვითი ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC): SJC აცხადებს, რომ ახალი კანონმდებლობა შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოდიოდეს გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და "მსგავსი სუბიექტური სფეროს (შეურაცხყოფის) მოწესრიგების მცდელობამ დაარღვიოს განჭვრეტადობისა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპები".
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI): DRI-ის მიხედვით, ევროპულ ქვეყნებში, ბოლო წლებში მოქმედი სასამართლო პრაქტიკა გადახრილია გამოხატვის თავისუფლების განუხრელად დაცვისკენ. მათ შორის, რელიგიასთან დაკავშირებული, შოკისმომგვრელი ქმედებაც უმეტესად მიჩნეულია საჯარო, საზოგადოებრივი განხილვების აუცილებელ ნაწილად და არა სისხლის სამართლის დანაშაულად.
"რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი" ქმედების კრიმინალიზება დაუშვებელია", — წერია DRI-ს განცხადებაში.
გაიგე მეტი: როცა ნატა ფერაძეზე ვსაუბრობთ, ნიშნავს, ვსაუბრობთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. აი, რატომ
-
გადახედვაპაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ პაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ
-
გადახედვაუჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
კომენტარები