ფაშინიანის თქმით, სომხეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება სრულიად ახალი კონსტიტუცია, რასაც კრიტიკოსები აზერბაიჯანის მხრიდან ზეწოლას მიაწერენ.
ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის შესახებ პირველად 18 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში ვიზიტის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს იდეა მანამდე იუსტიციის სამინისტროში იყო განხილული.
"იუსტიციის მინისტრთან სამუშაო დისკუსიის დროს განვაცხადე, რომ ჩემი და რამდენიმე კოლეგის აზრით, და ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობ რათა ფართო განხილვის საგანი გახდეს, სომხეთის რესპუბლიკას სჭირდება ახალი კონსტიტუცია, არა საკონსტიტუციო ცვლილებები, არამედ ახალი კონსტიტუცია”, — თქვა ფაშინიანმა.
მან ახალი კონსტიტუციის მიღების წინადადების ორი მიზეზი დაასახელა: თქვა, რომ სომხეთის კონსტიტუცია უნდა მიღებულ იქნეს სამართლიანი რეფერენდუმის გზით და ასევე — ქვეყანას სჭირდებოდა კონსტიტუცია, რომელიც მას გახდის "უფრო კონკურენტუნარიანს და უფრო სიცოცხლისუნარიანს ახალ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ პირობებში".
"მინდოდა ხაზგასმით აღმენიშნა ეს, რათა უახლოეს მომავალში შევძლოთ ასეთი სამუშაოს დაწყება“, — თქვა ფაშინიანმა.
20 იანვარს იეღეგნაძორში თავის პარტიასთან შეხვედრისას, ფაშინიანმა განმარტა, რომ ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიაღწიეს წერტილს, სადაც მათთვის საჭიროა "დამატებითი გარანტიები", რომ არცერთ მხარეს "არ ექნება ტერიტორიული პრეტენზიები და ფარული ამბიციები".
"დიპლომატიურ ტექსტებს ყოველთვის აქვთ განსხვავებული გადახვევები, ქვეტექსტები და სქოლიოები. აზერბაიჯანის წინადადებების სქოლიოში, და შესაძლოა აზერბაიჯანმა — ჩვენსაშიც, აღმოაჩინოს ტერიტორიული პრეტენზიების საშიშროება, დღეს თუ არა, მომავალში“, — განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის კონსტიტუციის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ კონსტიტუცია ეფუძნება "სომხეთის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ პრინციპებს და სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში დაფიქსირებულ ნაციონალურ მიზნებს".
დეკლარაციაში გამოხატული ერთ-ერთი საფუძველია სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და ყარაბაღის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება "სომხეთის სსრ-ისა და ყარაბაღის მთიანი რეგიონის გაერთიანების შესახებ“.
"ბაქოს ზეწოლა"
ფაშინიანის ნაბიჯი აზერბაიჯანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულად აღიქვეს. ეს მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანმა აიღო კონტროლი, 2023 წლის სექტემბერში.
ტიგრან გრიგორიანი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ერევნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფაშინიანის მოწოდებები, ახალი კონსტიტუციის შესახებ შეიძლება მომდინარეობდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებებიდან — ალიევმა დეკემბერში განაცხადა, რომ ერევნისგან ელოდება "სომხური რევანშიზმის" საწინააღმდეგო გარანტიებს.
მან გაიხსენა მისი დეკემბერში გაკეთებული ანალიზი, სადაც ამბობდა, რომ "დიდია ალბათობა იმისა, რომ ალიევის მიერ ნახსენები ერთ-ერთი გარანტია იყოს ის, რომ ერევანი მოიშორებს ამ ნორმატიულ სამართლებრივ ფონს“.
გრიგორიანმა, ასევე, გაიხსენა აზერბაიჯანელი პრო-სამთავრობო ექსპერტის რუსიფ ჰუსეინოვის განცხადება, რომ სომხეთის კანონმდებლობა მოიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ, ხოლო ნორმატიული სამართლებრივი დოკუმენტები, როგორიცაა სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც მიღებულია 1990 წლის 21 სექტემბერს, ეხება 1989 წლის ერთობლივ გადაწყვეტილებას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ".
"ეს სამართლებრივი ფონი იწვევს შეშფოთებას აზერბაიჯანში, სადაც პროგნოზირებენ სცენარებს, რომლის მიხედვით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება უარყოს სამშვიდობო ხელშეკრულება, ან ძალაუფლების შემდგომმა ცვლილებამ შეიძლება ტერიტორიული პრეტენზიები წამოწიოს წინ“, — წერს ჰუსეინოვი.
სომხეთის ოპოზიციაში ბევრმა გააკრიტიკა ეს ნაბიჯი. ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციური ფრაქციის ოთხმა დეპუტატმა ფაშინიანის განცხადება შეაფასა, როგორც ფარული გზავნილი აზერბაიჯანისა და თურქეთისადმი.
მათ თქვეს, რომ ანკარა და ბაქო დიდი ხანია სთხოვენ სომხეთს, მოხსნას "დებულებები არცახის [მთიანი ყარაბაღის] ხალხის თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერისა და სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების შესახებ“.
"აღვნიშნავთ, რომ ამ ნაბიჯით ფაშინიანი ცდილობს წამოიწყოს ახალი თავდასხმა სომხეთის მესამე რესპუბლიკის ერთ-ერთ საყრდენზე, ამზადებს ნიადაგს თურქეთ-აზერბაიჯანის კიდევ ერთი უწყვეტი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“, — ნათქვამია მათ განცხადებაში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვავიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ვიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება "გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
კომენტარები