კეკელიძეზე საპროტესტო აქცია გრძელდება და მოქალაქეებს მისვლისკენ მოუწოდებენ
რა ხდება: თბილისში, კეკელიძის #1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი დასრულდა.
- აღსრულების პოლიციამ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
- პროცესს დაპირისპირება მოჰყვა.
- დაკავებულია რამდენიმე პირი — მათ შორის, რამდენიმე მათგანი გამოსახლების პროცესამდე, რამდენიმე — გამოსახლების პროცესისას.
დეტალები: ადგილზე ისევ რჩებიან მოქალაქეები და აქტივისტები. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, შეუერთდნენ პროტესტს. იქ არიან პლატფორმა კომენტარის წარმომადგენლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცალკეული ოჯახების პრობლემები საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა გამოასწოროს.
- "საქმე ის არის, რომ კანონდებლობა მორგებულია მევახშეების ინტერესებზე. ვნახეთ ეს უსამართლობა, რომ ოჯახს სესხის ძირზე სამჯერ მეტი აქვს გადახდილი, მაგრამ ვნახეთ, რა ფორმებით მოხდა მათი გამოსახლება ამ ზამთარში. ბევრ ქვეყანაში ზამთარში მოქალაქეთა გამოსახლება აკრძალულია. ჩვენი კანონმდებლობა არის შესაცვლელი და ის ადამიანზე ორიენტირებული უნდა გახდეს", — უთხრა On.ge-ს ვახუშტი მენაბდემ, პლატფორმა კომენტარის თანადამფუძნებელმა.
მენაბდე იმედოვნებს, რომ სპონტანურად დაწყებული წინააღმდეგობა გაიზრდება და "გარდაიქმნება უფრო კონკრეტულ მოთხოვნებში და მოძრაობაში, რომელიც ამ სამევახშეო სისტემას დაუპირისპირდება."
- ვახუშტი მენაბდეს ვკითხეთ, როგორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს საუკეთესო მიდგომა გამოსახლებულ ოჯახებთან დაკავშირებით, რადგან ოფიციალურ უწყებებს ამ დრომდე არაფერი უთქვამთ, უზრუნველყოფენ თუ არა გამოსახლებულ ოჯახს საცხოვრებელი ფართით: "სახელმწიფო ვალდებულია, უსახლ-კარო ადამიანს, ვისაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, გამოუყოს საცხოვრებელი. შესაბამის ვალდებულებას აკისრებს კანონი ადგილობრივ თვითმმართველობას", — გვითხრა მან.
რას ამბობს აღსრულების ეროვნული ბიურო: უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პროცესისას ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან გაზის გამოყენებას და ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
განცხადებიდან: "აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს."
რა ვიცით ხატიაშვილების ოჯახის პრობლემის შესახებ: ხატიაშვილების ოჯახის (კეკელიძის ქ. 1) გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა; აქედან ბოლო მცდელობა 2023 წლის 23 იანვარს იყო, თუმცა, მაშინ პროტესტის გამო, გასახლების პროცესი შეჩერდა.
- 24 და 26 იანვარს, აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლების გეგმავს.
-
"აღსანიშნავია, რომ, როგორც ირკვევა, სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).
-
ორგანიზაცია, ასევე, წერს, რომ მსგავსი შემთხვევები საქართველოში გამონაკლისს არ წარმოადგენს: "მანკიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში კრედიტორთა უმთავრესი ინტერესი იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლებაა — მევახშეები ბოროტად სარგებლობენ მსესხებლის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რასაც წლების განმავლობაში, სასესხო ხელშეკრულებების კაბალური პირობებით დადება და საცხოვრისის დაკარგვის მომეტებული რისკები მოჰყვება", — ნათქვამია მათ განცხადებაში.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები