კეკელიძეზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირის სასამართლო იყო ფორმალური — DRI
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 23 იანვარს კეკელიძეზე, ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ორ პირს 2-ათას ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.
DRI მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი ფორმალურად გაიმართა, მოსამართლემ კი საქმესთან დაკავშირებული გარემოებები ობიექტურად არ შეაფასა, ჯარიმა დაკავებულებს მხოლოდ პოლიციის ჩვენების საფუძველზე შეუფარდა.
- საუბარია ოლღა ჭელიძესა და ნონა ღურჭუმელიძეზე, რომლებიც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.
- მათთან ერთად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს კიდევ 16 პირი, ორს კი — სისხლის სამართლის დანაშაულში ედება ბრალი.
დეტალები: DRI-ის დამკვირვებლები სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ.
DRI მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდნენ ჭელიძის და ღურჭუმელიძის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
ჯარიმის გადაწყვეტილება კი მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე მიიღო, რომლებიც დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
ეს პოლიციელები პროცესზე მოწმის სახით გამოცხადდნენ.
DRI-ის მიხედვით, დაკავებულმა ითხოვა პროცესის გადადება, რათა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის საშუალება ჰქონოდა.
ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ გაიზიარა, რაც, DRI-ის შეფასებით, სასამართლოს საქმისადმი ზედაპირულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.
- DRI-ის თქმით, პრობლემური იყო დაკავების ოქმის შინაარსიც — მხარემ სასამართლო პროცესზე წარმოადგინა დაკავებული პირისთვის ჩაბარებული ოქმი, რომელშიც, "შსს-ს მიერ პროცესზე წარმოდგენილი ოქმისაგან განსხვავებით, დაკავების საფუძვლად პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მითითებული არ იყო".
- "დაკავების ოქმის სამართალდამრღვევისთვის ჩაბარების არსი სწორედ ის არის, რომ მხარეს ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია დაკავების საფუძვლების შესახებ", — წერს DRI.
ბოლო ხაზი: DRI აღნიშნავს, რომ მოსამართლე ჩიკაშუას აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება 29 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებისგან, როდესაც მოსამართლე დავით წერეთელმა "რაჭის პროტესტის" დროს დაკავებული პირებიდან მხოლოდ ისინი მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად, რომელთა იდენტიფიცირებაც ვიდეოკადრებით შეძლო. სხვა შემთხვევაში კი, არ დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს და სამართალწარმოება შეწყვიტა.
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
კომენტარები