საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
305
წაკითხვა
7
გაზიარება
მოკლედ: სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
- ამის შესახებ საქართველოში სტუმრად მყოფმა ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
დეტალები: მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომაზე.
- მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს;
- ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.
- ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსთვის სომხეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვანო სავაჭრო პარტნიორია უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია.
- 2023 წლის მონაცემების თანახმად, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში სომხეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურად, მე-6 ადგილზეა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო და სომხეთი "ისედაც იყვნენ სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები", დღეს კი უკვე ოფიციალურად მოეწერა ხელი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
- გაფორმდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმიც.
- მხარეებმა ხელი მოაწერეს ჯანდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს;
- ასევე, შეთანხმებას ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის პირობების გაუმჯობესების შესახებ.
- დოკუმენტებს ხელი სომხეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები