ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლების კონკურსში საქართველოს ბანკის რჩეული გამოვლინდა
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს და უჭერს მხარს.
მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ფინანსური განათლების დონის ამაღლების და ამ მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის ფინანსური განათლება სკოლაში მხარდამჭერია.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 65-მა კონკურსანტმა მიიღო, მათგან კი ფინალურ ტურში 20 მასწავლებელი გადავიდა.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეემუშავებინათ საკლასო აქტივობებში ფინანსური განათლების კომპონენტების ინტეგრირების სახალისო გზები, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ფინანსური განათლების მიმართ ინტერესის ჩამოყალიბებას და ფინანსური განათლების საკითხების შესწავლის პროცესის ეფექტურობის ზრდას.
შედეგად, ჟიურიმ სამი გამარჯვებული დაასახელა. დამატებით საქართველოს ბანკმა საკუთარი რჩეული გამოავლინა — სურამის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი, ინგა გოგალაძე. მისი იდეა დაზოგვის/პირადი ბიუჯეტირების კატეგორიაში იყო წარდგენილი და არდადეგების ფინანსურ დაგეგმვას შეეხებოდა.
საქართველოს ბანკმა ერთ-ერთ გამარჯვებულს და საკუთარ რჩეულს ფულადი ჯილდოები გადასცა.
"საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებას და ახალგაზრდებში ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ კუთხით, ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას საქართველოს ეროვნული ბანკის მასწავლებლების კონკურსი წარმოადგენს. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მასწავლებელთა დაინტერესებას ფინანსური განათლებით, მოახდინოს მისი სხვადასხვა ასპექტის პოპულარიზაცია და ფინანსური წიგნიერების საკითხების დამხმარე მასალების შეკრება. რაც თავისთავად, სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდას განაპირობებს. გვახარებს კონკურსის მიმართ გამოვლენილი დაინტერესება და მონაწილეების მხრიდან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფინანსური განათლების მიმართ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინტერესი", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლების კონკურსი ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანაორგანიზებით, პარტნიორ კომპანიებთან ერთად გაიმართა.
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვავიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ვიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაგვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი გვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
კომენტარები