პროტესტის კვირა სოხუმში: რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში
მოკლედ: ოკუპირებულ აფხაზეთში ერთდროულად რამდენიმე პრობლემური საკითხი ქმნის კრიზისს — როგორც ეკონომიკური, ასევე, ენერგეტიკული, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით. ამას, გასულ კვირაში, ორი საპროტესტო აქცია მოჰყვა.
- პროტესტი, სიმბოლურად გაიმართა აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ძეგლთან, რომლის 300 ნახატი ე.წ. ეროვნულ გალერეაში გაჩენილი ხანძრისას დაიწვა 21 იანვარს. ხანძრისას, მთლიანობაში, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა.
- მეორე აქცია ორგანიზებული იყო აფხაზეთის ე.წ. "საწვავის ასოციაციის" მიერ. ეს ასოციაცია დაახლოებით, 40-მდე ადგილობრივი პროფილური ორგანიზაციის გაერთიანებაა. ისინი ბენზინგასამართი სადგურების მასობრივად დახურვის შედეგად, 500-მდე ადამიანის ყოველდღიური შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენასაც აპროტესტებდნენ.
24 იანვრის პროტესტი ჩაჩბა-შერვაშიძის ძეგლთან: აქციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები, ხელოვანები, ინტელექტუალები და ახალგაზრდები — იუწყება გამოცემა "ეხო კავკაზა".
- გამოცემის ცნობით, პროტესტს წინ უძღოდა სოხუმში ხელოვანთა მიერ გამართული პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრეს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოუსწორებელ დანაკარგზე.
- ისინი ე.წ. მთავრობას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ე.წ. ეროვნული გალერეის საცავი ხელოვნების ნიმუშების შესანახად შეუფერებელ ადგილას იყო განთავსებული.
- ცნობისთვის, არაღიარებული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი აპსნიპრესის მიხედვით, ხანძრის შედეგად დამწვარი ნახატების აღსადგენად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი რესტავრატორები ჩავლენ.
- მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ვიტალი ძენიამ განაცხადა, რომ ის უარს ამბობს "სხვადასხვა ქვეყნის კოლეგების ყველა შეთავაზებაზე დახმარების შესახებ".
ფოტოებში: როგორ გამოიყურება სოხუმის ე.წ. ეროვნული გალერეა ხანძრის შემდეგ
24 იანვარს გამართული კიდევ ერთი პროტესტი: აქციის მონაწილეებმა ე.წ. ხელისუფლება დაადანაშაულეს არაკომპეტენტურობაში და ასევე, ნავთობპროდუქტების ბაზრიდან აფხაზების განზრახ გამოდევნაში. პროტესტი განპირობებულია საწვავის კრიზისით, რამაც ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის დეკემბრიდან იჩინა თავი.
24 იანვრის აქციის მონაწილეები მივიდნენ ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც არაღიარებული მთავრობა მართავდა შეხვედრას საწვავის ასოციაციის წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ აქცია მშვიდობიანი იყო, ადმინისტრაციის შენობასთან მობილიზებული იყო სპეცრაზმი.
"ეხო კავკაზას" ცნობით, მომიტინგეებს ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა, ჯანსუხ ნანბამ მიმართა და უთხრა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე აფხაზეთის მთავრობა არ არის პასუხისმგებელი და რომ არც კი იცნობდნენ დოკუმენტის პირობებს, რომელიც პირდაპირ აისახება აფხაზეთზე. "მაგრამ ჩვენს მთავრობას შეუძლია ამ საკითხზე მოსკოვში წასვლა მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა, მხოლოდ მომავალ კვირას", — თქვა მან.
- საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საწვავის პრობლემა 26 დეკემბერს დაიწყო, როდესაც აფხაზეთის ე.წ. საწვავის ასოციაციამ უარი განაცხადა როსნეფტთან შეთანხმებაზე იმის გამო, რომ ხელშეკრულებით, რუსეთის ნავთობისა და გაზის გიგანტი უნდა გამხდარიყო საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი აფხაზეთისთვის.
- 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა; შედეგად, 500-ზე მეტი ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩა.
- ბენზინი ხელმისაწვდომია მხოლოდ როსნეფტის და პოდოროჟნიკის ბენზინგასამართ სადგურებში. გავრცელებული ინფორმაციით, იმ ბენზინგასამართ სადგურებს, სადაც ნავთობპროდუქტები კვლავ ხელმისაწვდომია, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბი და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი მფარველობენ.
გაიგე მეტი: აფხაზეთში 1-ელი იანვრიდან ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად იხურება — რა იწვევს კრიზისს
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
კომენტარები