გალტ & თაგარტმა FMCG ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა
გალტ & თაგარტმა სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის — FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევა წარადგინა, სადაც ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალია გაანალიზებული. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის მოთამაშეები, ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ამასთან, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზრის წარმომადგენლები, რომელთაც ბაზრის მოთამაშეებს რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციები გაუზიარეს.
კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც 2018 წელს არსებული 22%-დან მკვეთრი ზრდაა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელში სექტორის ზრდაში ტურისტების და მიგრანტების კონტრიბუციაც დიდი იყო. ამასთან, გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი, 70% საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რომელსაც მოჰყვება სასმელები და თამბაქო.
აღსანიშნავია, რომ ბაზრის ტენდენციების უკეთ გასაანალიზებლად, გალტ & თაგარტმა კომპანიების გამოკითხვა ჩაატარა, რაც ოფიციალურად ხელმისაწვდომ მონაცემებთან ერთად ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების რეალურ დროში შეფასების საშუალებას იძლევა. ეს ინფორმაცია, სექტორის გლობალური ტენდენციების ცოდნასთან ერთად, გალტ & თაგარტს საშუალებას აძლევს დარგის მოთამაშეებს სტრატეგიული განვითარების ხედვა შესთავაზოს. კერძოდ, კვლევა პასუხობს შემდეგ კითხვებს — რომელ რეგიონებშია ბრენდული ქსელების გაფართოების პოტენციალი; რა ფორმატის მაღაზიებია სწრაფად მზარდი; პროდუქტების რა ასორტიმენტზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და მომხმარებლის რა სეგმენტებზე უნდა ფოკუსირდნენ კომპანიები მომავალი 5 წლის განმავლობაში.
"სექტორების სიღრმისეული შესწავლა და ამის საფუძველზე ინვესტორებისათვის საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება ჩვენი მთავარი ამოცანაა. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენციაც, რომ ბაზრის მოთამაშეებს გავუზიაროთ FMCG-ის სექტორის ტენდენციები, ანალიტიკა და მოლოდინები სწრაფად ცვალებად გარემოში. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გლობალურ და რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ანალიზი დარგისთვის ღირებულია, რასაც დღევანდელი ჩვენი კონფერენცია ემსახურება," — განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები