10 რამ, რაც იანვარივით დაუსრულებელია
საახალწლოს სუფრა, ნათესავებისა და მეგობრების შეკრება, დალევა, გართობა, საჩუქრები და დასვენება — ახალი წლის დღეებმა თვალის დახამხამებაში ჩაიარა და სკოლას, უნივერსიტეტსა თუ სამსახურებს დავუბრუნდით.
მართალია, 2024-ში სამი თვის წინ შემოვაბიჯეთ, თუმცა...
არა, მოიცა. 2024 წლის დადგომიდან სამი თვე არ გასულა.
ერთი თვეც კი არ გასულა.
ჯერ. კიდევ. იანვარია.
თუ ამ ინფორმაციით შენც გაოგნებული ხარ, ვერაფრით დაგამშვიდებთ. მხოლოდ ის შეგვიძლია, იანვარივით უსასრულო მოვლენების სია ჩამოგიწიკწიკოთ.
მაშ ასე, რა არის იანვარივით ხანგრძლივი და დაუსრულებელი?
1. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია
ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია პრეისტორიულ ხანაში დაიწყო. ნეტავ, როდის დადგება დღე, როცა წერეთელზე გადაადგილება მორდორისკენ მიმავალ გზას აღარ მოგვაგონებს?
2. ხალხის ნაკადი სადგურის მოედანზე
თუ პიკის საათში (რომელიც უკვე ნებისმიერი საათია) სადგურის მოედანზე აღმოჩნდები და ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასვლას ჟანგბადის, რომელიმე კიდურისა და მოთმინების დაკარგვის გარეშე მოახერხებ, სუპერგმირობამდე ბევრი არაფერი გიკლია.
3. იმ ორშაბათების რაოდენობა, რომლიდანაც ვარჯიშსა და სწორ კვებას ვიწყებთ
აი, იანვარი დასრულდეს და დავიწყებთ...
4. ქართული კომენტარები უცხოენოვან პოსტზე, რომელშიც საქართველოა ნახსენები
სოციალურ ქსელებს მომხმარებლებისთვის სპეციალური გაფრთხილება უნდა ჰქონდეთ იმის შესახებ, რომ საქართველოზე დაწერილ ერთ პოსტზე საშუალოდ 10 000 ქართული კომენტარი მოდის.
5. გრეის ანატომია
შენი ბრალი არაა თუ არ გახსოვს, რომელ წელს გამოვიდა გრეის ანატომიის პირველი ეპიზოდი, რადგან მაგ დროს შეიძლება დაბადებული არც იყავი. იმედი გვაქვს, სერიალის დასასრულს ჩვენი შვილთაშვილები მაინც მოესწრებიან.
6. კინოთეატრის რეკლამები ფილმის დაწყებამდე
ყველაზე ცუდი ისაა, რომ პოპკორნს ამ რეკლამების ყურების დროს მთლიანად ვჭამთ...
7. ხელფასამდე დარჩენილი ბოლო კვირა
ყველა გაუთვალისწინებელი ხარჯიც რომ ზუსტად მაგ კვირაში უნდა გამოხტეს?!
8. თაროზე შემოწყობილი წაუკითხავი წიგნები
3 წლის წინ წიგნების ფესტივალზე ნაყიდი წიგნები თუ ისევ გადაუშლელი გიწყვია თაროზე, მარტო არ ხარ...
9. კონცერტზე მყოფი ადამიანების "სთორები" ინსტაგრამსა და ფეისბუქზე
კარგად არაფერი ჩანს, ყველა (ასობით) ვიდეო ერთმანეთს ჰგავს და გადამღები გამაყრუებელი ხმით ყროყინებს. თან თუ კონცერტზე რამდენიმე ადამიანი იყო, ყველაფრის თავიდან ყურება მოგიწევს...
10. ქვიზების წერისას ჩვენი ჟურნალისტების ფანტაზია
როცა გგონია, რომ ჩვენი ქვიზებით ვეღარ გაგაოცებთ, ყოველთვის ცდები. ჩვენთან გაიგებ, ოლივიეს რომელი ინგრედიენტი ხარ, გადაურჩებოდი თუ არა ზომბი აპოკალიფსს, რომელი ქართველი მეფე ხარ და ლობიანი ხარ თუ ხაჭაპური. თუმცა ეს იმ ეგზისტენციალური კითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც პასუხს მომავალში ჩვენთან იპოვი.
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
კომენტარები