რა ვიცით იორდანიაში, ამერიკის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ
მოკლედ: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ უპასუხებს იერიშს ამერიკულ ბაზაზე იორდანიაში, სირიის საზღვარზე თავდასხმას.
- დრონებით განხორციელებულ თავდასხმის შედეგად 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაუღუპა და ათობით დაიჭრა.
დეტალები: ბაიდენის თქმით, შეტევა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს.
- "მძიმე ღამე იყო შუა აღმოსავლეთში. დავკარგეთ სამი მამაცი ადამიანი, ჩვენს ბაზაზე თავდასხმისას".
- მცირე პაუზის შემდეგ კი თქვა: "და ჩვენ პასუხს გავცემთ".
- თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ მიმართავენ ყველა საჭირო ზომას და მოქმედებას, რომ დაიცვან აშშ, "ქვეყნის ჯარი და ინტერესები".
რას პასუხობს ირანი: ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ბრალდება უარყო. ამბობენ, რომ თავდასხმის უკან თეირანი არ დგას.
- სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA აქვეყნებს საგარეო უწყების სპიკერის, ნასერ ქანაანის კომენტარს, რომ "ირანის ისლამურ რესპუბლიკას არანაირი როლი არ აქვს წინააღმდეგობის დაჯგუფებების გადაწყვეტილებებში, თუ რა სახით დაუჭერენ მხარს პალესტინელ ერს, ან როგორ დაიცავენ საკუთარ ხალხს".
- ქანაანის თქმითვე, აკვირდება მოვლენების განვითარებას რეგიონში და ხაზს უსვამს, რომ "ირანის წინააღმდეგ პროვოკაციული ბრალდებების შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც უსაფუძვლო ბრალდებებს წამოაყენებს“.
როგორია იორდანიის პოზიცია: იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო პეტრაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ "დაგმო ტერორისტული თავდასხმა“, რომლის სამიზნე იყო აშშ-ის ჯარები. აქვე აღნიშნულია, რომ თავდასხმას იორდანიელი ჯარისკაცები არ დაუზიანებია.
"იორდანია გააგრძელებს ტერორიზმის, ნარკოტიკების და იარაღის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც სირიის საზღვრის გავლით შედის იორდანიაში და მტკიცედ დაუპირისპირდება ყველას, ვინც სამეფოს უსაფრთხოებაზე თავდასხმას შეეცდება“, - ნათქვამია მთავრობის სპიკერს მუჰანად მუბაიდინის განცხადებაში.
რა რეაქციებია აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში: რესპუბლიკელი კონგრესმენები ამბობენ, რომ ადმინისტრაციის მიდგომამ აშშ-ის მოწინააღმდეგეები რეგიონში ვერ შეაჩერა.
- ”ჩვენ გვჭირდება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადატვირთვა, რათა დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები”, — თქვა რესპუბლიკელმა დეპუტატმა მაიკლ მაკკოლმა.
- სენატორმა ლინდსი გრეჰემმა კი მოუწოდა ადმინისტრაციას, დაერტყათ მნიშვნელოვანი სამიზნეებისთვის ირანის ტერიტორიაზე, "არა მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების მკვლელობის საპასუხოდ, არამედ მომავალი აგრესიის შესაკავებლადაც. ერთადერთი, რისიც ირანის რეჟიმს ესმის, არის ძალა".
რა ვიცით თავდასხმაზე: აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ სულ მცირე 34 ჯარისკაცი დაშავდა თავდასხმის დროს, რვამ კი იორდანია მკურნალობის მიზნით დატოვა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
- დიდმა დრონმა იორდანიაში ლოგისტიკური მხარდაჭერის ბაზას დაარტყა, რომელიც ცნობილია სახელით Tower 22.
- ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ბაზაზე, დაახლოებით, 350 ამერიკელი ჯარისკაცი და საავიაციო ძალების წარმომადგენელი იმყოფებოდა.
- აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ოსტინის თქმით, ჯარი აქ "ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად არის განთავსებული".
- აშშ-ის ჯარები იორდანიას — სამეფოს, რომელიც ესაზღვრება ერაყს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს პალესტინის ტერიტორიას, საუდის არაბეთსა და სირიას, დიდი ხანია იყენებს, როგორც საყრდენ პუნქტს. ქვეყანაში, დაახლოებით 3000 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული.
- 7 ოქტომბრის შემდეგ, რაც ჰამასისა და ისრაელის ომი დაიწყო, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები ამერიკის ბაზებს ერაყში 60-ზე მეტჯერ დაესხნენ, სირიაში კი — 90-ზე მეტჯერ. ისინი თავდასხმებს ახორციელებენ დრონებით, რაკეტებით და ბალისტიკური რაკეტებით. გუშინ განხორციელებული თავდასხმა პირველი იყო იორდანიის ტერიტორიაზე.
- შეიარაღებულები ამბობენ, რომ მათი დარტყმები ვაშინგტონის მიერ ისრაელისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის პასუხია და ეს თავდასხმები მიზნად ისახავს რეგიონიდან აშშ-ის ძალების გაყვანას.
ბოლო ხაზი: ირანისგან მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, აღმოსავლეთ სირიაში, ევაკუაცია დაიწყეს. ისინი შიშობენ, რომ აშშ ავიადარტყმებს განახორციელებს.
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები