“9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ“ — რას მოიცავს ლელოს სამოქმედო გეგმა
მოკლედ: დღეს, 30 იანვარს, პარტია ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტში სამოქმედო გეგმა წარადგინა, სახელწოდებით — 9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ.
- ლელო აცხადებს, რომ ამ ხედვების მიხედვით, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში შეასრულებენ ევროკომისიისგან საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების 9 პუნქტს.
რას გულისხმობს ლელოს სამოქმედო გეგმა: სხვა საკითხებთან ერთად, ლელოს გეგმაა საქართველოში რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებისა და რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვა, ასევე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმება.
ასევე,
- იუსტიციის საბჭოს ფუნქციებისა და ძალაუფლების შეზღუდვა;
- მედიაწიგნიერების სავალდებულო საგნად დანერგვას სასკოლო პროგრამაში;
- ისეთი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ფორმირება, რომელიც იქნება საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო.
- დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კი აცხადებენ, რომ ამ თვალსაზრისით, მათი გეგმა ითვალისწინებს ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის ხელისუფლებიდან გაშვებას 2024 წლის არჩევნებზე. ასევე, იმისთვის, რომ "არ მოხდეს ოლიგარქიული გავლენების დაბრუნება", უნდა შეიქმნას სახელმწიფო უწყებებისაგან დამოუკიდებელი, ოლიგარქიული გავლენების პრევენციის საბჭო.
- პარტიას, ასევე, მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც, ლელოს თქმით, რუსული და საბჭოთა პერიოდის რეპრესიული კოდექსია. - გეგმის მიხედვით, უფლებების დარღვევებზე მიმდინარე გამოძიებების არაეფექტურობის გამო, მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს, ხოლო ახალი პროკურორი ახალი კონსენსუსით უნდა აირჩეს.
ამ თემაზე: რა წერია ევროკომისიის 9 დათქმაში მართლმსაჯულების შესახებ
ბოლო ხაზი: 29 იანვარს, საქართველოს პარლამენტში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებიც, თუმცა, ლელო შეხვედრაზე არ მივიდა.
- მოგვიანებით, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ლელო წარადგენდა "რეალურ გეგმას" თუ როგორ უნდა გატარდეს ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებული რეფორმები.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები