ირინეული — ბერძნული დესერტებით შთაგონებული ხელნაკეთი შოკოლადები
ფილოლოგ ირინე ხუნძაყიშვილს საკონდიტრო სფეროსთან შეხება 2022 წლამდე არ ჰქონია, სანამ მეგობრის თხოვნით კურსები არ გაიარა. ამ მიმართულებით ბიზნესის დაწყებაზე ამის შემდეგაც კი არ უფიქრია, სანამ საბერძნეთში ნაცნობის საწარმოში არ აღმოჩნდა. ეგზოტიკური გემოებით მოხიბლულმა, თბილისში დაბრუნებისთანავე დაიწყო ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებაზე ფიქრი. იდეა მალევე აქცია რეალობად, შექმნა ირინეული და მოგვიანებით საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტში — მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაშიც ჩაერთო, სადაც ბიზნესის გაძლიერებისთვის საჭირო კურსები გაიარა.
"ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება საბერძნეთთან, აუცილებლად ექნება გასინჯული იქაური დესერტი კარიოკეს, ფერად ქაღალდებში გახვეული შოკოლადის ნუგბარი სხვადასხვა გემოთი. უკან, თბილისში რომ ვბრუნდებოდი, საჩუქრად მხოლოდ ეს შოკოლადები ჩამომქონდა ხოლმე მეგობრებისთვის. ამ ზაფხულს ახლობლის საწარმოში აღმოვჩნდი, ძალიან მაინტერესებდა, როგორ ქმნიდნენ იქაურ ტკბილეულს და ისეთი შთაბეჭდილებებით წამოვედი, გადავიწყვიტე, მეც მეცადა სახლში დამზადება. მეგობრებს გავასინჯე და აღფრთოვანდნენ, რადგან ეს იყო სრულიად უცხო გემოების სინთეზი. ბევრი ექსპერიმენტის შედეგად, შეიქმნა დარიჩინიანი ფორთოხლის, ფინიკის, ალუბლის, რომიანი წაბლისა და კარამელიზებული ნუშის დესერტი", — ამბობს ირინე.
შოკოლადის ხელით მოხატვის იდეაც ექსპერიმენტის ნაწილი იყო. ეს აზრი ირინეს მეგობარს გაუჩნდა. "როცა შოკოლადი გასინჯა, ფუნჯი და საღებავი მთხოვა. ასე გამოჩნდა ჩვენს ტკბილეულზე ჯერ წერტილები, შემდეგ ხაზები და ბოლოს უკვე — ფიგურები. მას შემდეგ ირინეულის ყველა შოკოლადი სათითაოდ ხელით იხატება. ეს ძალიან რთული პროცესია. იმიტომაც არის ირინეული უნიკალური, რომ მისი არცერთი ყუთი ერთმანეთს არ ჰგავს. აი, ასე გავხდით ერთ დღეს საუკეთესო მეგობრები ბიზნეს პარტნიორები", — იხსენებს ირინე.
ბიზნესის განვითარებისთვის ცოდნის გაღრმავება ყოველთვის უნდოდა. ხშირად ადევნებდა თვალს ტრენინგებსა და კურსებს. ირინეული ახალი დაფუძნებული ჰქონდა, როცა საქართველოს ბანკის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე შეიტყო და განაცხადი დაუყოვნებლივ შეავსო.
"სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, დიდი კონკურენცია თუ იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ 90 მეწარმეს შორის ამარჩიეს. ბედნიერი ვიყავი და მივხვდი, რომ გამიმართლა. ეს განცდა ლექციებმაც გაამყარა. ამ შეხვედრებმა რადიკალურად შეცვალა საქმისადმი ჩემი მიდგომები", — იხსენებს ირინე .
"ამ პროგრამაზე გავიგე, რამდენად მნიშვნელოვანია, დოკუმენტურად შეინახო ისტორია, მზად იყო თუნდაც იმ მომენტისთვის, როცა შენი საქმით ინვესტორი დაინტერესდება. ამაზე საოჯახო ბიზნესები ხშირად არ ფიქრობენ"
გარდა ამისა, პროექტში მომხმარებლების მოზიდვის, ციფრული მარკეტინგის და სხვა მიმართულებების შესახებ საინტერესო დეტალები აღმოაჩინა.
"პროგრამამ თავდაყირა დამიყენა წარმოდგენები ბიზნესის წარმოების შესახებ. ეს პროექტი შთაგაგონებს, რომ არ გეშინოდეს გამოწვევების, დარწმუნდე საკუთარ შესაძლებლობებში და წინა პლანზე დააყენო ბიზნესის საჭიროებები. ბევრი ფიქრობს, რომ ბიზნესმა მოგება დაუყოვნებლივ უნდა მოიტანოს, თუმცა ეს დიდი შრომის გარეშე არ ხდება. პროექტში ამისთვისაც მოგვამზადეს მენტალურად", — ამბობს ირინე.
ახლა ის ონლაინ გაყიდვებზეა ორიენტირებული, მუშაობს სახლიდან და როგორც ამბობს, აუდიტორიის გაზრდა, ცნობადობის ამაღლება და მომხმარებლებთან სწორი ურთიერთობის დამყარება ბიზნესის უახლოეს პრიორიტეტებს შორისაა. სამომავლოდ კი მცირე ზომის კაფეს გახსნაც სურს.
"ძალიან მსიამოვნებს მომხმარებლების ემოციების დანახვა. ხშირად მე თვითონ მიმაქვს შეკვეთა მათთან და აღნიშნავენ, რომ ეს დასაფასებელი ჟესტია. მაინტერესებს მათი ემოციების - სიხარულის, გაოცების, მადლიერების დანახვა. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. ამიტომაც, როცა საკუთარ ძალებში დავრწმუნდებით, მიზნად გვაქვს ირინეულის პატარა, მყუდრო კაფეს გახსნა, ზუსტად ისეთის, როგორიც საზღვარგარეთ შეგხვედრიათ. გვინდა შევქმნათ ადგილი, სადაც დამფუძნებელი საკუთარი ხელით ამზადებს ყავას და სტუმრებს დესერტთან ერთად მიართმევს."
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს — იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები