"მხოლოდ ერთმა მინისტრმა გამოთქვა სხვაგან გადანაცვლების სურვილი" — კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს იტოვებს
მოკლედ: "არავინ არ შეიცვლება", — ასე უპასუხა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ.
- კობახიძე სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ცნობებს მინისტრთა კაბინეტის ცვლილებაზე და ამბობს, რომ არ არსებობს ღარიბაშვილისა და კობახიძის გუნდები, არსებობს მხოლოდ ქართული ოცნების გუნდი.
- "აქ არსებობს მხოლოდ ერთ გუნდი, ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი. სამომავლოდაც ასე იქნება, არა კობახიძის გუნდი, არამედ — ქართული ოცნების გუნდი", — თქვა მან.
დეტალები: კობახიძის თქმით, მან ყველა არსებულ მინისტრს შესთავაზა თანამდებობაზე დარჩენა.
- თუმცა, ერთადერთი, საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრს სურდა სხვა სფეროში გადანაცვლება, "რასაც, რა თქმა უნდა, ანგარიში გავუწიეთ".
ვინ შეცვლის თავდაცვის მინისტრს: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად, ირაკლი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს.
- ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტის ვიცე-სპიკერია 2023 წლის 16 ნოემბრიდან.
პროცედურულად: მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის თაობაზე განაცხადა, კანონის მიხედვით, უფლებამოსილება შეჩერდა მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას და ახლა ისინი მოვალეობის შემსრულებლები არიან.
- სამთავრობო იმედის მიხედვით, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი, ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამას საქართველოს პარლამენტს ხვალ, 2 თებერვალს წარუდგენს.
- კობახიძე ასევე წარადგენს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.
- იმედი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, შეიცვალოს რამდენიმე მინისტრი.
- საქართველოს პარლამენტს ხვალიდან, 2 თებერვლიდან ექნება მომდევნო 2 კვირა იმისთვის, რომ ნდობა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტს.
კონტექსტი: მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოულოდნელად დატოვა პრემიერ-მინისტრობის პოსტი 29 იანვარს, დღის ხუთ საათზე.
- მის განცხადებას წინ უძღოდა სახელისუფლებო ტელეარხის, იმედის მიერ, იმავე დღის დილით გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს პრემიერად კობახიძე შეცვლის, კობახიძეს კი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს პარტიის თავმჯდომარედ.
- ღარიბაშვილი მეორე ვადით პრემიერ-მინისტრად 2021 წელს დანიშნა ოცნების პოლიტსაბჭომ მას შემდეგ, რაც პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა.
- მანამდე, ღარიბაშვილი ამ პოზიციას 2013-დან 2015 წლის დეკემბრამდე იკავებდა.
გაიგე მეტი: რა იყო ღარიბაშვილის პრემიერობის ბოლო სიტყვა
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები