გრეტა გერვიგი ოსკარის ნომინანტი უნდა ყოფილიყო — მარგო რობი
გასული წლის ზაფხულში ფილმ ბარბის გამოსვლას ნამდვილი ფურორი მოჰყვა. გრეტა გერვიგის რიგით მესამე დამოუკიდებელმა სარეჟისორო ნამუშევარმა ჯამში $1,44 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმიც გახდა. ცოტა ხნის წინ კი შევიტყვეთ ოსკარის წლევანდელი ნომინანტების ვინაობა — კინოაკადემიის ჯილდოს 8 კატეგორიაში სწორედ ბარბის შემოქმედებითი გუნდია წარდგენილი. თუმცა, ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა ვერც ფილმის რეჟისორი გრეტა გერვიგი და ვერც მთავარი როლის შემსრულებელი მარგო რობი.
სულ ახლახან, ფანებთან გამართულ შეხვედრაზე, რობის ჰკითხეს, იყო თუ არა განაწყენებული ამის გამო.
"შეუძლებელია, განაწყენებული იყო, როცა ასე გაგიმართლებს", — განაცხადა მსახიობმა, — "ჩვენ მიზნად დავისახეთ ისეთი ფილმის შექმნა, რომელიც კულტურას კალაპოტს უცვლიდა, მასზე გარკვეულ გავლენას მაინც მოახდენდა. [ბარბიმ] უკვე მოახერხა ეს და ალბათ იმაზე მეტიც, ვიდრე წარმოგვედგინა. ეს კი ყველაზე დიდი ჯილდოა, რომლის მიღებაც შეგვეძლო".
"მაყურებლის გამოხმაურება საუკეთესო ჯილდოა. იქნება ეს კომენტარები ინტერნეტში თუ ის, როგორი გადავარდისფერებულია აქაურობა. ასეთი ამბის მონაწილე არასდროს ვყოფილვარ. მონაწილეობა მიმიღია კომიქსების ეკრანიზაციაში და სხვა ფილმებშიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი მათგან ძალიან განსხვავდება. ვერც იმას ვიხსენებ, ბოლოს როდის მოახდინა ფილმმა ამხელა ზეგავლენა კულტურის სფეროზე".
ამ ყველაფრის მიუხედავად, რობი აღნიშნავს, რომ გერვიგი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო წარდგენილი.
"რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ გრეტა ნომინირებული უნდა ყოფილიყო", — ამატებს იგი, — "რაც მან გააკეთა, ასეთი რამ ცხოვრებასა და კარიერაში მხოლოდ ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს. [...] თუმცა, წინა წელი ყველა ფილმისთვის შესანიშნავი გამოდგა".
///
ნომინანტებს შორის გერვიგისა და რობის ვერდანახვამ კი მხოლოდ ფანებს როდი გაუცრუა იმედი. ამბავს გამოეხმაურა ფილმის კიდევ ერთი ვარსკვლავი, რაიან გოსლინგი, რომელიც თავად მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაშია წარდგენილი.
"არ არსებობს კენი ბარბის გარეშე და არ არსებობს ბარბის ფილმი მარგო რობისა და გრეტა გერვიგის გარეშე", — განაცხადა გოსლინგმა, — "ისტორიული და გლობალურად წარმატებული ფილმის შექმნა ყველაზე მეტად სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა".
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
კომენტარები