ირაკლი კუპრაძე: ვერაფერზე შევთანხმდით, ეს იყო მერიის დაგეგმილი პიარაქცია
დღეს თბილისის მერიაში მერსა და მოქალაქეებს შორის გამართული შეხვედრა გამწვანების რეგულაციების თემაზე წარუმატებლად დასრულდა. მხარეები არცერთ საკითხზე შეთანხმებულან.
შეხვედრა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც თბილისის მერმა მოძრაობა მწვანე მუშტის აქტივისტს, ირაკლი კუპრაძეს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
როგორც On.ge-ს ირაკლი კუპრაძემ უთხრა, შეხვედრა უნდა ყოფილიყო საჯარო, თუმცა რიგ არასამთავრობოებს მერიამ რეგისტრაციის გავლის უფლება არ მისცა:
"წარმოდგენილი იყო მხოლოდ 3 მოძრაობა: მწვანე მუშტი, მწვანე ალტერნატივა და პარტიზანული მებაღეობა. მდგომარეობა დაიძაბა, რადგან მხოლოდ სამი წარმომადგენელი ვიყავით, ხოლო მერიას მოწვეული ჰყავდა 40 ე.წ. ექსპერტი, რომლებმაც დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თბილისში კლიმატის მდგომარეობა გამოწვეულია გლობალური დათბობით და არაფერ შუაშია მწვანე საფარის შემცირება, ან ახალი მშენებლობები და მათი დაგეგმარება".
ირაკლი კუპრაძის თქმით, შეხვედრაზე მიწვეული ექსპერტები, მეტყევეები, მერიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები საუბრობდნენ იმაზე, რომ პრობლემები ასე უცბად ვერ მოგვარდება.
"ეს იყო მიზანმიმართულად დაგეგმილი პიარღონისძიება მერიის მხრიდან, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით" - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
მწვანე მუშტის აქტივისტის განმარტებით, წარმოდგენილმა მოძრაობებმა მერს მოსთხოვეს გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომა:
"დავით ნარმანიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, გვეძახა ქუჩის დემაგოგები და გამოგვიშვა ლანძღვითა და უშვერი სიტყვების ძახილით. ამაზე პასუხის ღირსადაც ვერ ჩავთვლით, მან წარმოაჩინა თავისი სახე, როგორი ხელმძღვანელია თბილისის, რას აკეთებს. ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, ეს იყო დაგეგმილი პიარაქცია".
ირაკლი კუპრაძის თქმით, სამივე მოძრაობამ დატოვა შეხვედრა:
"ნარმანია ვერ მოახერხებს თბილისის დამოუკიდებელი მოძრაობების ფონზე გაიკეთოს პიარი, ვინაიდან ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ".
მერიაში გამართულ შეხვედრას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები