გაამოს — ორიგინალური ორცხობილების ბრენდი ქალების გაძლიერებისთვის
გაამოს იდეა პინტერესტის სქროლვისას გაჩნდა, როცა რუტინული სამსახურიდან დაბრუნებულმა ნინო შოშიაშვილმა აპლიკაციაში ორიგინალური ორცხობილების ფოტოები აღმოაჩინა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნება აეხდინა და შეექმნა საკუთარი ბრენდი, რომლის მისიაა მომხმარებლებს აამოს.
ახლახან ბრენდმა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პროექტი საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. ამ ბლოგში კი ნინოს ბიზნესის ისტორიასა და პროგრამაში მიღებულ გამოცდილებაზე გიამბობთ.
"საქმიანობა 2019 წელს, როგორც მოყვარულმა კონდიტერმა დავიწყე. საწყისი ინვესტიცია დაახლოებით 100 ლარი იყო, რაც ინგრედიენტების, ფორმებისა და შესაფუთი მასალების შესაძენად გამოვიყენე. პროდუქციის დამზადება კი იუთუბის ვიდეორგოლებიდან ვისწავლე", — იხსენებს ნინო შოშიაშვილი.
თავდაპირველად მარტო მუშაობდა, სახლიდან. მალე კი საქმეში ოჯახის წევრებიც ჩართო. მოგვიანებით საკონდიტროც გახსნა, სამუშაო და მომხმარებლების მისაღები სივრცეებით, სადაც მასტერკლასების ჩატარებაც დაიწყო.
2023 წელს ნინომ გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო სწავლისა და განვითარებისთვის, ამიტომ აქტიურად ესწრებოდა საქართველოს ბანკის მასტერკლასებს მეწარმე ქალებისთვის.
"მალევე ფეისბუქიდან გავიგე, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. მეგობარი მეწარმე ქალებისგან მსმენია ამ პროგრამის დადებითი მხარეების შესახებ. შევავსე განაცხადი და მეოთხე ნაკადშიც მოვხვდი".
ისიც, როგორც სხვა ქალი მეწარმეები, საქმიანობაში გარკვეულ გამოწვევებს აწყდებოდა. შეხვედრია სტერეოტიპულ განწყობებსაც. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ნინომ საკუთარი ბიზნესი სხვა ქალების გასაძლიერებლად გამოიყენა.
"ბევრი ქალი უარს ამბობს კარიერაზე ან მცირე მიღწევებით შემოიფარგლება. მაშინ, როდესაც ქალებს ჩვენი მრავალფეროვანი უნარების წყალობით, გაცილებით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. საქმიანობიდან გამომდინარე, გოგოები მყავს დასაქმებული და ხშირად გვაქვს საუბრები გენდერულ თანასწორობაზე, მომავალ მიზნებზე თუ შესაძლებლობებზე", — აღნიშნავს ნინო და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზეც საუბრობს.
"პროგრამა დადებითად აისახა ჩემს საქმიანობაზე, გავიცანი ახალი ადამიანები, დავამყარე სანდო კონტაქტები, ამიმაღლდა თავდაჯერებულობა, მოტივაცია, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია, ცხოვრება მილიონობით შანსს გვაძლევს, მთავარია, ჩვენ შევძლოთ ამ შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება."
ახლა ნინოს სამომავლო მიზნებს შორის ახალი ფილიალის, კაფეს გახსნაა და როგორც ამბობს, პროგრამაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის მიღწევაში დაეხმარება.
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს — იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა.
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
კომენტარები