ახალგაზრდა სპორტსმენებმა საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს
საქართველოს ბანკი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. წელს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ განგვონში ჩატარდა, სადაც 1900-მდე სპორტსმენმა სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა.
ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველო 6-მა სპორტსმენმა, სპორტის სამ სახეობაში წარადგინა.
ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ:
- ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი - ფიგურული ციგურაობა;
- ესმირალდა ალიევი და გიორგი დიაკონოვი - ტრამპლინიდან ხტომა;
- საბა ხაჩიძე და ლუკა მიქაბერიძე - საციგაო სპორტი.
მათი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ინგა გურგენიძემ ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში 18 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში კი მეექვსე ადგილზე გავიდა. ჯამურად დაგროვილი ქულების გათვალისწინებით კი მან ევროპელ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაასრულა.
ფიგურულ ციგურაობაში კონსტანტინე სუპატაშვილმა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში მეათე ადგილი დაიკავა. მიღებული ქულების დაჯამების შედეგად კი მან ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მე-11 ადგილით დაასრულა.
საბა ხაჩიძემ ალპენსიას სასრიალო ცენტრში ერთადგილიანი ციგით იასპარეზა, პირველი დაშვებისას 22 მონაწილეს შორის მე-9, მეორე მცდელობისას კი მე-14 ადგილზე გავიდა. შედეგების დაჯამების შემდეგ მან ასპარეზობა მე-13 ადგილით დაასრულა.
ტრამპლინიდან ხტომის შეჯიბრში, გიორგი დიაკონოვმა 36-ე ადგილი დაიკავა.
"საქართველოს ბანკი ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტთან უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ ქართველ სპორტსმენებს, საქართველოს სახელით წარმატებით იასპარეზონ საერთაშორისო ტურნირებზე, არ გაჩერდნენ და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენებს და აქტიურად გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები