პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან პირველად მიმართა ივანიშვილს — რა უთხრა
რა ხდება: დღეს, 2024 წლის 6 თებერვალს საქართელოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტის თავჯდომარე და არც — მმართველი პარტიის თავმჯდომარე, "არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას", — ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
- "ამიტომ, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის, ვინ და რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ. მათ ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?"
ზურაბიშვილი ასევე მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, რომ რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, "ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის; საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ ნაციონალურ მოძრაობას და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ."
გარდა ამისა, პრეზიდენტმა დღეს ისაუბრა სამთავრობო გეგმაზეც: "წარმოადგენთ თუ არა გეგმას: სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას;
სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
თუმცა, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას."
გაიგე მეტი: რაზე საუბრობს პრეზიდენტი პარლამენტში
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები