მეტროპოლ ქავთარაძე — ახალი მულტიკომპლექსური პროექტის მშენებლობა დაიწყო
უპრეცედენტოდ მაღალი კონკურენცია დეველოპერებს შორის თუ მომხმარებლის მკვეთრად შეცვლილი საინვესტიციო ქცევა — სამშენებლო სექტორში მოთხოვნის თამასა გაიზარდა და კომპანიებს სულ უფრო მოდერნიზებული და საუკეთესო პროექტებისა და პირობების შეთავაზება უწევთ დამკვეთისათვის. უძრავი ქონების შერჩევისას მომხმარებელი გაცილებით მეტ ფაქტორს ითვალისწინებს, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინათ იყო. უცვლელი დარჩა მხოლოდ დეველოპერის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, რომელიც კომპანიას, სამშენებლო ბუმის ფონზე, ბაზარზე სხვებისაგან გამოარჩევს.
მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო გადაწყვეტები, შემოქმედებითი არქიტექტურული სტილი, მაღალი ენერგოეფექტურობა, უსაფრთხოება და გამწვანება — ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, რომელმაც ახალი კომპლექსის აქტიური სამშენებლო პროცესი ქავთარაძის ქუჩაზე დაიწყო.
სამუშაოები ინტენსიურად, ახალი ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სრული წესების დაცვით მიმდინარეობს. პროექტი სამ წელიწადში დასრულდება და 2027 წლის დეკემბერში დედაქალაქს ახალი საცხოვრებელი სივრცე შეემატება ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით.
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე: "თანამედროვე ადამიანისთვის დროსა და კომფორტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მას ჰარმონიულ გარემოში სურს ცხოვრება, სადაც ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული ყველა საჭირო თუ დასვენებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით დაიგეგმა მეტროპოლ ქავთარაძე. პროექტი, ჯამურად, 16 490 M2 ფართობს მოიცავს. აქედან ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი — 10 000 M2 ტერიტორია მხოლოდ სარეკრეაციო ზონისთვისაა გათვალისწინებული. ამ ახალ პროექტზე აქტიური სამუშაოები უკვე დავიწყეთ და უახლოეს პერიოდში ახალი კომპლექსის მშენებლობის პროცესსაც ოფიციალურად, კაფსულის ჩაგდებით, აღვნიშნავთ".
ქალაქის ცენტრში მდებარე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი ორ 25-სართულიან შენობას გააერთიანებს, სადაც, საერთო ჯამში, 534 აპარტამენტი განთავსდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას — იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. საცხოვრებელი სივრცის მინიმალური ფართია 51,6 M2, ხოლო მაქსიმალური — 187 M2. საგანგებოდ გამოიყო სივრცე ავტოსადგომისთვის, კეთილმოწყობილი პარკინგი 334 ავტომობილს დაიტევს. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მრავალფუნქციური პროექტის მთავარი ხიბლი მისი გამწვანებული ტერიტორია და კომპლექსის მცხოვრებლებზე მორგებული გარემო იქნება.
"ქავთარაძის კომპლექსისათვის განკუთვნილი სივრცე მაქსიმალურად ფუნქციური და ოპტიმალურად ათვისებულია. ტერიტორია მოიცავს: სპორტულ მოედნებს, საფეხმავლო და ველობილიკებს ჯანსაღი ცხოვრებისათვის, მოსასვენებელ პავილიონებს ჩვენი მობინადრეების კომფორტისათვის, მინიატიურულ შადრევნებს მეტი ესთეტიკისთვის. კომპლექსის ნაწილი იქნება საბავშვო ბაღი, სავარჯიშო დარბაზი, ასევე საოფისე და კომერციული ფართები.
თანამედროვე მომხმარებელს სჭირდება სრული ურბანული კომფორტი, გამართული ინფრასტრუქტურა და ამასთან ერთად, მყუდრო, მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ასეთია დღეს დაკვეთა ბაზარზე და ჩვენი პროექტები მას, ცხადია, სრულად ერგება, რასაც ჩვენი გუნდის შემოქმედებითი და კონცეპტუალური მიდგომები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის", — ამბობს მამუკა იმედაშვილი.
მეტროპოლში შესაბამისი გარემოს შერჩევისა და დაგეგმარების შემდეგ იწყება მშენებლობის პროცესი, რა დროსაც ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ენერგოეფექტური მახასიათებლებით გამორჩეული ნაგებობები და ეკოლოგიურად სუფთა მასალებია, რომელთა გამოყენებაც სამშენებლო სექტორში მწვანე პრაქტიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს. მეტროპოლ ქავთარაძის პროექტის მშენებლობაში კომპანია გერმანული, უმაღლესი ხარისხის YTONG-ის სამშენებლო ენერგოეფექტურ საფასადო ბლოკებს იყენებს და მშენებლობის პროცესიც, ენერგოეფექტურობის ჭრილში, სრულად მიჰყვება YTONG-ის სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ამჟამად კომპანია მეტროპოლს ოთხი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისსა და ბათუმში, ქალაქებში, სადაც მოთხოვნა ყველაზე მაღალია.
ზღვისპირა ქალაქში თბილისის პროექტებისაგან კონცეპტუალურად განსხვავებული მშენებლობა მიმდინარეობს. მეტროპოლ ოვალი და მეტროპოლ კუბი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშესთან Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება.
საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ გამიზნული ორი პროექტი კი კომპანიას თბილისში აქვს: მეტროპოლ ქავთარაძე და მეტროპოლ ბაგები, რომელიც 2024 წლის ბოლოს ჩაჰბარდება. მიმდინარე მშენებლობების ჯამური ფართი 516 200 M2-ია, პროექტების განსახორციელებლად კი კომპანია 500 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
—
მეტროპოლის შესახებ — დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით 4 პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ ბაგებისა და მეტროპოლ ქავთარაძის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი კომპანია მეტროპოლ კუბსა და მეტროპოლ ოვალს აშენებს, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები