კობახიძე სააკაშვილისა და ექსპრეზიდენტის საქმის მოსამართლის წინააღმდეგ — რა ხდება
რა ხდება: საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ "არასწორია" მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის გადაწყვეტილება, სასამართლო პროცესზე პირდაპირი ჩართვებისას ეთმობოდეს პოლიტიკური პლატფორმა ყოფილ პრეზიდენტს.
- ამის შესახებ მან პარტია საქართველოსთვის წევრის, ანა ბუჩუკურის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
- ბუჩუკურის შეფასებით, სააკაშვილი "პრივილეგირებულ მდგომარეობაშია", რადგან სააკაშვილს პარტიული საქმიანობა ეკრძალება, თუმცა, "სასამართლო სხდომაზე პარტიულ თათბირებს ატარებს" და ამით მონაწილეობს პარტიულ საქმიანობაში.
დეტალები: კობახიძემ, გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეკითხვის პასუხად, ასევე, თქვა, რომ ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სასამართლო იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური სიტყვის გამოხატვის პლატფორმა.
- კობახიძემ "პრივილეგირებული" უწოდა სააკაშვილის საქმის მოსამართლეს: "რბილად რომ ვთქვათ, არასწორი მოვლენაა, თუმცა, შეგიძლიათ, მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში", — თქვა მან.
- კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ საკითხზე მეტს არ ისაუბრებს, რადგან ამ ეტაპზე სარგებლობს იმით, რომ "ჯერ კიდევ დეპუტატია", მას შემდეგ კი, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავა, გაუჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება.
- "თუმცა კიდევ ერთხელ, მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის", — უთხრა კობახიძემ ბუჩუკურს.
სტრიქონებს შორის: ირაკლი კობახიძემ გუშინ, 7 თებერვალსაც ისაუბრა საპარლამენტო ტრიბუნიდან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის თაობაზე. "სააკაშვილი, რომელიც, ოპოზიციის თანახმად, ფატალური რისკების წინაშე იყო, დღეს პოლიტიკაშია ჩართული", — თქვა მან — "სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის 2-ოთახიან პალატაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მორალური შეხედულებიდან გამომდინარე, მე ამით დავითრგუნებოდი. არ ვიცი, რამდენად ითრგუნება ამით მიხეილ სააკაშვილი."
ბოლო ხაზი: ირაკლი კობახიძეს დეპუტატები დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტში უსმენენ, რადგან პარლამენტმა მას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, და ასევე, მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას, ნდობა უნდა გამოუცხადოს.
- მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების ფარგლებში პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატები შეკითხვებით მიმართავენ.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები