ენმ დავით ნარმანიას თანამდებობიდან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის
ენმ დავით ნარმანიას უნდობლობას უცხადებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს იმისთვის, რომ თბილისის მერის გადაყენების საკითხი საკრებულოს სხდომაზე დააყენოს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროტესტი ძირითადად ბოტანიკური ბაღის გასხვისების საკითხმა, ყაზბეგის ქუჩაზე გაჩეხილმა ხეებმა და ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისში განხორციელებული არაერთი მათთვის მიუღებელი ქმედებაა გახდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ენმ გუშინ თბილისის მერის მიერ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტსაც გამოეხმაურა.
ენმ-ს წევრი, ირაკლი აბესაძე განმარტავს, რომ არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ნარმანიას თანამდებობიდან გათავისუფლებაა:
"თბილისელებს უნდა მიეცეთ საშუალება აირჩიონ ქალაქის ახალი მერი. პროცედურულად, რა თქმა უნდა, ამას საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხარდაჭერაც სჭირდება. ამიტომ ჩვენ ამ შეთავაზებას საკრებულოს უმრავლესობის წევრებს გავუგზავნით და გვაინტერესებს, ქართული ოცნების საკრებულოს წევრები სრულად იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ნარმანიას მიერ შექმნილ პრობლემებზე".
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკრებულოს თავჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა კი განმარტა, რომ თავისუფალი სიტყვის უფლება ყველას აქვს და განაცხადა, რომ საკითხი პოლიტიზირებულია:
"ჩვენმა თანამოქალაქეებმა აირჩიეს ბატონი დავითი და ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას, თავისი ვადის გასვლის შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა მიიღებს".
იმისთვის, რომ ნარმანიას გათავისუფლების საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავიდეს, 24 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ხოლო, თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგება, იმისთვის, რომ ნარმანიამ თანამდებობა დატოვოს, 34 დეპუტატის მხარდაჭერა გახდება საჭირო.
არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტი თბილისის მერიისა და დავით ნარმანიას მისამართით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ასწლოვანი ნაძვები გაჩეხეს.
აღნიშნულის გამო საკრებულოს ოპოზიციამ ნარმანია საკრებულოს სხდომაზე დაიბარა, რომელზე მისვლასაც დედაქალაქის მერი 26 აგვისტოს გეგმავს.
24 აგვისტოს კი, თბილისის მერიაში, გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე, თბილისის მერმა მწვანე მუშტის წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:
"მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს. მაიმუნი ვირიშვილი, ულტიმატუმებით შემოვიდა".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები