რა მოხდა გასულ კვირას? — ეს 10 ამბავი არ უნდა გამოგრჩეს
აპრილში რომ ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი გამოდის, გაიგე უკვე? ალბათ არა, თუკი გასულ კვირას აქტიურად არ ადევნებდი თვალს კულტურისა და პოპკულტურის ცხელ-ცხელ ამბებს. ამ კვირაში კი კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა: თვალი შევავლეთ მომავალი ფილმებისა და სერიალების ცინცხალ ტრეილერებსა და პირველ კადრებს. მოკლედ, მიმდინარე ინტერნეტგანხილვებს რომ არ ჩამორჩე, ტრადიციულად, ერთ სტატიად შეგიჯამეთ ბოლო კვირა.
1. გრემი 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
თბილისის დროით 5 თებერვალს, გრემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციების რაოდენობით წელს SZA, ტეილორ სვიფტი, Boygenius, ოლივია როდრიგო და მაილი საირუსი ლიდერობდნენ. ტეილორ სვიფტმა საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გრემი მეოთხედ მიიღო. ცერემონიაზე გამოჩნდა სელინ დიონიც, რამაც ყველა გაახარა.
გრემის გამარჯვებულებისა და ნომინანტების სრული სია ნახე აქ.
2. ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომიც დააანონსა
გრემის დაჯილდოების ცერემონიაზევე დააანონსა ახალი ალბომი ტეილორ სვიფტმა. მუსიკოსის რიგით მე-11 სტუდიური ალბომი, სახელწოდებით The Tortured Poets Department, 19 აპრილს გამოვა. სვიფტმა გაამხილა სიმღერების ჩამონათვალი და ალბომში შემავალი კოლაბორაციებიც.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს
ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს, სიმსივნე დაუდგინდა. განცხადების მიხედვით, მეფემ მკურნალობა უკვე დაიწყო, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჯარო ვალდებულებების შესრულებას ვეღარ შეძლებს. სასახლის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, მონარქს რა ტიპის და რომელი სტადიის სიმსივნე დაუდგინეს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. ჯიფსი როუზის შესახებ ახალი სერიალის გადაღება დაანონსდა
ჯიფსი როუზ ბლანჩარდი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ამერიკელი ქალი, რომელიც საკუთარი დედის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, დეკემბერში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ გამოვიდა დოკუმენტური სერიალი ჯიფსი როუზ ბლანჩარდის აღიარებები საპატიმროში (The Prison Confessions of Gypsy Rose Blanchard); მალევე კი ახალ სერიალსაც ვიხილავთ, რომელიც უკვე გათავისუფლებული ქალის ცხოვრებას ასახავს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. იურული სამყარო 4-ის გამოსვლის თარიღი გახდა ცნობილი
ტრილოგიად ჩაფიქრებულ ფილმების სერიას მომავალ წელს კიდევ ერთი ნაწილი შეემატება. კინოსტუდია Universal-სა და რეჟისორ დევიდ ლიჩს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს იურული სამყარო 4-ის გადასაღებად. ფილმის სცენარის ავტორი დევიდ კეპი იქნება, რომელსაც წინათ ფრენჩაიზის პირველ ორ ნაწილზე (იურული პარკი და დაკარგული სამყარო: იურული პარკი) უმუშავია. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერის როლს კი სტივენ სპილბერგი მოირგებს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. მოანა 2-ის გამოსვლის თარიღიც გავიგეთ
დისნეი ცნობილი ანიმაციური ფილმის, მოანას, გაგრძელებას ამ წელს გამოუშვებს. კომპანიამ ფილმის გამოსვლის თარიღი დააანონსა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მოანა 2 სერიალი ყოფილიყო, თუმცა, დისნეის დირექტორმა ბობ იგერმა კადრების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებით გადაწყვიტა, რომ ფილმის გაგრძელება აჯობებდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. გავრცელდა პირველი კადრები ბნელი მატერიის ეკრანიზაციიდან
Apple TV+-ზე მალე ახალი საი-ფაი თრილერი გამოჩნდება. ბნელი მატერია ამერიკელი მწერლის, ბლეიკ კრაუჩის, ამავე სახელწოდების ბესტსელერი რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც ჯამში 9 სერიას მოიცავს. სერიალის პრემიერა მაისში შედგება.
ნახე სხვა კადრები აქ.
8. Inside Out 2-ის კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა
როგორც ჩანს, ანიმაციის ახალი პერსონაჟი მოსვენებას არც მაყურებლებს არ მოგვცემს. Inside Out 2-ს ზაფხულში ვიხილავთ, ანიმაციაში კი კარგად ნაცნობი გმირების გარდა ახალ ემოციას, შფოთვას, გავიცნობთ.
ნახე ტრეილერი აქ.
9. გამოვიდა ტრეილერი ახალი სერიალისა, სადაც ქეით უინსლეტი დიქტატორის როლში გვევლინება
Succession-ის შემქმნელებისგან მალე ახალ მინისერიალს ვიხილავთ, რომელშიც მთავარ როლს ქეით უინსლეტი ასრულებს. ახალი სერიალი, სახელად The Regime, გამოგონილი ევროპული ქვეყნის კანცლერზე გვიყვება, რომელიც ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს. კანცლერის როლში კი სწორედ ქეით უინსლეტს ვიხილავთ.
ნახე ტრეილერი აქ.
10. პაპმა ფრანცისკემ გეი წყვილების დალოცვის მოწინააღმდეგეებს უპასუხა
"არავინ აღშფოთდებოდა, ის ბიზნესმენი რომ დამელოცა, რომელიც ალბათ ხალხის ექსპლუატაციას ეწევა. ეს კი საშინელი ცოდვაა", — აღნიშნა კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა ინტერვიუში, — "სამაგიეროდ, მაშინ არიან აღშფოთებულები, როცა კურთხევას ჰომოსექსუალს ვაძლევ. ეს ფარისევლობაა. ჩვენ, ყველამ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. ყველას. ამ გადაწყვეტილების საფუძველიც შეწყნარებაა".
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
ბონუსი: აისბერგზე ჩაძინებული პოლარული დათვის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა
ეს სურათი რეალურად ველური ბუნების ფოტოკონკურსში გამარჯვებული ნამუშევარია, რომლის ავტორიც მოყვარული ხელოვანი ნიმა სარიხანი გახლავთ.
ფოტოკონკურსის სხვა მონაწილეების ნამუშევრები ნახე აქ.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები